ერთი გუნდი და ორი კაცი სხვა განზომილებაში არიან გერმანიაში. ლევანდოვსკის და ჰაალანდს იმდენი გოლი გააქვთ, რომ ერთ მთელ გუნდს ეყოფა. მართლაც ასეა – ამათ ცალ-ცალკე უფრო მეტი გოლი აქვთ შეგდებული, ვიდრე ბუნდესლიგაში მოთამაშე ლამის ნახევარ შემადგენლობას.
მიუხედავად ასეთი შედეგებისა, დიდი იყო იმის შანსი, რომ ლიდერი “ბაიერნი” მაინც არ ყოფილიყო, მაგრამ ტურის დასკვნით შეხვედრაში “ვოლფსბურგი” შინ ფრეს დასჯერდა (პირველი ქულები დაკარგა) და ამის გამო ერთპიროვნული ლიდერობა დაკარგა. ახლა მგლებს და რეკორდმაისტერს 13-13 წულა აქვთ და1-ით უსწრებენ დორტმუნდს.
„ბაიერნს“ 7 მოგება აქვს ზედიზედ საერთო ანგარიშით 37:4.
13 მატჩია, რაც რობერტ ლევანდოვსკი „ბაიერნის“ საშინაო მატჩებში გოლს იტანს. ეს კი ახალი რეკორდია. აქამდე 12-მატჩიანი სერიით გერდ მიულერი და იუპ ჰაინკესი ლიდერობდნენ.
ლევანდოვსკიმ 14 გოლი გაიტანა „ბაიერნსა“ და პოლონეთის ნაკრებში ჩატარებულ 10 შეხვედრაში.
ჯესი მარშის ხელში „ლაიპციგი“ ზედიზედ 4 მატჩია ვერ იგებს.
დორტმუნდელებმა ზედიზედ მე-3 მატჩი მოიგეს.
ჰაალანდმა ზედიზედ მე-7 შეხვედრაში გაიტანა. მას 68 გოლი აქვს “ბორუსიაში” ჩატარებულ 67 მატჩში.
ჰაალანდი ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავაში ლევანდოვსკის დაეწია, ფორვარდებს 7 გოლი აქვთ.
ბუნდესლიგა – V ტური
ჰერტა – ფიურტი 2:1
არმინია – ჰოფენჰაიმი 0:0
აუგსბურგი – გლადბახი 1:0
ბაიერნი – ბოხუმი 7:0
მაინცი – ფრაიბურგი 0:0
კიოლნი – ლაიპციგი 1:1
შტუტგარტი – ლევერკუზენი 1:3
დორტმუნდი – უნიონი 4:2
ვოლფსბურგი – აინტრახტი 1:1
GIPHY App Key not set. Please check settings