in

რობერტ ლევანდოვსკი: მოდი, ბოლო კვირები დავივიწყოთ

მიუნხენის „ბაიერნიდან“ „ბარსაში“ გადაბარგებულმა რობერტ ლევანდოვსკიმ, მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, 33 წლის პოლონელის სანაცვლოდ „ბარსამ“ 40 მილიონი ევრო გადაიხადა. რამდენიმე კვირის განმავლობაში აქტიურად იწერებოდა ლევანდოვსკის ტრანსფერის შესახებ. გასულ თვეში ლევამ ღიად ითხოვა, გუნდიდან გამიშვითო, ხოლო ოლივერ კანმა უპასუხა: კონტრაქტი 2023 წლამდე აქ ვს და ვარჯიშზე ველითო. საბოლოოდ კი ყველაფერი პოლონელის სურვილისამებრ მოხდა.

„ჩვენ 8 დაუვიწყარი სეზონი გავატარეთ ერთად. მოვიგეთ უამრავი ტიტული და არაერთი სასიამოვნო მოგონება დაგვიგროვდა. ის, რაც ბოლო 3 კვირის განმავლობაში მოხდა, სწორედ ამ ტკბილი კავშირით უნდა გადავფაროთ. ორივე მხარის მხრიდან არასასიამოვნო მომენტები იყო, თუმცა, მოდი, ეს დავივიწყოთ. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ფანებს, რომლებიც ბოლო კვირის განმავლობაშიც ჩემს გვერდით იდგნენ და მამხნევედბნენ“.

ლევანდოვსკიმ ასევე გადაწყვეტილების შესახებაც ისაუბრა: „მალე 34 წლის გავხდები. ვხვდებოდი, რომ ახალი საცხოვრებელი და სამუშაო გარემო მჭირდებოდა. ჩემი შვილი, კლარა, რომელიც 6 წლისაა, მალე სკოლაში წავა და მინდა, რომ ახალ გარემოში დაიწყოს ცხოვრება. კონტრაქტი 4 წლიანია, მაგრამ კიდევ დიდხანს მინდა თამაში და იმედი მაქვს „ბარსას“ მაისურით არაერთ გოლს გავიტან“ – ასე დაემშვიდობა ბუდნესლიგას გერმანული ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, რომელსაც 10 ბუნდესლიგის, ჩემპიონთა ლიგის, ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ორჯერ და უეფას საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი ერთხელ აქვს მოგებული. 384 ბუნდესლიგურ მატჩში გატანილ 314 გოლზე რას იტყვით?

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაცხელიას ამბავი: წარმატებულ ადამიანთა დამუნათების პოლიტიკა…

განსაკუთერბულის განსაკუთრებული სვირინგი