in

ნაგელსმანმა „ბარსა“ გამოლანძღა

რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერიდან რამდენიმე საათში, „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა, კატალონიის „ბარსელონას“ მისამართით უკმეხი სიტყვები არ დაიშურა.

ცხადია, გაღიზიანების მიზეზი არსებობს, რადგან 33 წლის პოლონელს ასაკის მატების მიუხედავად გოლის გატანის მხრივ პრობლემა არ აქვს და სეზონიდან სეზონამდე საუკეთესო ბომბარდირი, სწორედ ლევანდოვსკი ხდებოდა.

„მუდმივად წუწუნი, რომ ფული არ აქვთ, თუმცა ყველაზე მეტს ხარჯავენ. არ აქვთ ფული, რომ ვალები გადაიხადონ, თუმცა ათეულ მილიონს ხარჯავენ. როგორ კეთდება ეს? უბრალოდ გასაგიჟებელია, რაღაც რიგზე ვერ არის“ – ეს ნაგელსმანის სიტყვებია და მართალიც იქნებოდა, რომ არა ლაპორტას სასწრაფო ქმედებები. გუნდმა სატელევიზიო უფლებების წილი 10 წლით გაასხვისა, რასაც მერჩენდაიზის 49.9% იანი წილიც დაუმატა, რითაც „ბარსამ“ 750 მილიონი ევრო მიიღო და ვალების დიდი ნაწილი დაფარა, შესაბამისად, ახალ მოთამაშეთა გასაფორმებლად ჭერი გაჩნდა და კატალონიელებმა ის აითვისეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არ ვიცი ამას როგორ აკეთებენ: დიბალა რომაშია, მესი ინტერს უნდა – სატრანსფერო სიახლეები

გვარდიოლა: ნეიმარი? ბოდიში, მაგრამ არა