in

რივერ პლეიტმა უმეკარეოდ და თადარიგის გარეშე ითამაშა, მაგრამ მაინც მოიგო

გუშინ, ლიბერდატორესის თასზე ძალიან საინერესო მატჩი გაიმართა. ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში „რივერ პლეიტმა“ „სანტა ფე“ მიიღო და 2:1 დაამარცხა. ეს მატჩი იმით იყო გამორჩეული, რომ „რივერ პლეიტმა“ მატჩი მეკარის გარეშე ჩაატარა და არც თადარიგში ჰყავდა ვინმე.

საქმე ისაა, რომ არგენტინულ გუნდში კორონავირუსია გავრცელებული და თხოვნის მიუხედავად, კონმებოლმა მატჩის გადადებაზე უარი განაცხადა.
შესაბამისად, მარსელო გალიარდოს გუნდს სათადარიგო შემადგენლობისა და მეკარის გარეშე მოუწია თამაში. კიპერის მოვალეობას კი, თავი ვეტერანმა ნახევარმცველმა, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონმა ენცო პერესმა გაართვა.

„რივერ პლეიტი“ მატჩის მე-6 წუთზე უკვე 2:0-ს იგებდა. სტუმრებმა პერესის კარის აღება მხოლოდ ერთხელ მოახერხეს და მატჩიც არგენტინელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.  მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად, ამპლუა გამოცვლილი ენცო პერესი გახდა. „რივერ პლეიტს“ 9 ქულა აქვს და ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს.  „ფლუმინენსეს“ 8 ქულა აქვს,  „ჟუნიორს“  6 და „სანტა ფეს“ 2.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თასი ქალბატონს: დააყენეთ ბუფონი კარში და ნუ არტყმევინებთ ჯარიმას რონალდოს – იუვენტუსის მე-14 ტროფეი

ქეცბაიას ანორთოსისში კაშია და გვილია სურს