in

რთული პერიოდი მაქვს, მაგრამ ძლიერი ვარ და გავუმკლავდები: მიქაუტაძეს ხალხმა სტიმული მისცა

გიორგი მიქაუტაძე უიღბლო ამსტერდამული ნახევარი სეზონის შემდეგ „მეცში“ დაბრუნდა. მას ქომაგებმა თბილი დახვედრა მოუწყვეს.

ქართველი ფეხბურთელი ჟურნალისტებს ესაუბრა და ამსტერდამული პერიოდი გაიხსენა და მომავალზეც ისაუბრა.

„მე ისევ ის მიქაუტაძე ვარ, რომელიც „აიაქსში“ ცოტას თამაშობდა, მაგრამ ბევრს ვშრომობდი. ისევ მსურს, საკუთარი შესაძლებლობები გამოვავლინო, ვითამაშო, ბევრი გავიტანო და ამით სიამოვნება დავიბრუნო.

კარიერაში ყველაზე რთული მომენტი მაქვს. თუმცა ვფიქრობ, რომ „აიაქსში“ გატარებული პერიოდი ნეგატიური არ ყოფილა. მაგალითად, ევროპალიგაზე ვითამაშე. მიუხედავად ამისა, მთავარი მაინც სათამაშო პრაქტიკის ქონაა.

ასეთია ფეხბურთელის ცხოვრება, მუდმივად წარმატებული ვერ იქნები. თუმცა მენტალურად საკმარისად ძლიერი ვარ იმისთვის, რომ წინსვლა გავაგრძელო.

ჩემს წარდგენაზე ხალხის რეაქციამ გამაბედნიერა და ასეთი დახვედრისთვის გულშემატკივრებს მინდა მადლობა ვუთხრა. მთავარია ახლა ზეწოლას როგორ გავუმკლავდები. ეს დიდ სტიმულს მაძლევს, ხალხს რომ ვუჩვენო, რაც შემიძლია“, – განაცხადა მიქაუტაძემ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არ გაბედო ჩემი სახელის ხსენება: ოსიმენმა ხვიჩას აგენტი გამოლანძღა

შენგელიამ ევროლიგის კლუბების მენეჯერთა გამოკითხვაში გაიმარჯვა