in

რთული იქნება, მაგრამ შანსი რჩება – ევროპა და კონფერენს ლიგა

ევროპა ლიგასა და კონფერენს ლიგაზე პირველი ნახევარფინალური მატჩები გაიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო, რაიმე გამოკვეთილი შედეგი არ დაფიქსირებულა და ფინალში გასვლის შანსs მეტ-ნაკლებად ყველა გუნდი ინარჩუნებს. უნდა აღინიშნოს “აინტრახტის” კიდევ ერთი წარმატება. “ბარსას” ძლევის შემდეგ ფრანკფურტელებმა შესაძლოა დარჩენილთაგან საუკეთესო გუნდს სტუმრად მოუგეს და საერთოდ, არ არის გამორიცხული გერმანული ფინალი ვიხილოთ.

ევროპა ლიგა

ლაიპციგი – რეინჯერსი 1:0
გოლი: 1:0 ანხელიონი (85)

ვესტ ჰემი – აინტრახტი 1:2
გოლები: 0:1 კნაუფი (1). 1:1 ანტონიო (21). 1:2 კამადა (54)

კონფერენს ლიგა

ფეიენოორდი – მარსელი 3:2
გოლები: 1:0 დესერსი (18). 2:0 სინისტერა (20), 2:1 დენგი (28), 2:2 ჟერსონი (40). 3:2 დესერსი (46)

ლესტერი – რომა 1:1
გოლები: 0:1 პელეგრინი (15). 1:1 მანჩინი (67, საკუთარ კარში)

„აინტრახტის“ გოლკიპერი კევინ ტრაპი ევროპის ლიგის რეკორდი განაახლა გერმანელი ფეხბურთელებისთვის. მან 35-ე მატჩი ჩაატარა ევროპა ლიგაზე, რაც აბსოლუტური რეკორდია გერმანელ ფეხბურთელებს შორის.

ანხელინიო, ჰალსტენბერგი (“ლაიპციგი”), კამადა და სოვე (“აინტრახტი”) ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელობის ნომინანტები არიან.

ჟოზე მოურინიო („რომა“): „ძალიან მარტივად ვკარგავდით ბურთს, შეუძლებელი იყო კონტრშეტევების განხორციელება. განმეორებით შეხვედრაში ძალიან რთული იქნება 70 ათასი გულშემატკივრის თანდასწრებითაც კი“.

ბრენდან როჯერსი („ლესტერი“): „ლესტერი“ დომინირებდა. ეს კი თავდაჯერებებას გვმატებს“.

დევიდ მოიესი (ვესტ ჰემი“): „სხვა შედეგი გვსურდა. არ გვითამაშია საკმარისად კარგად, მაგრამ საერთო წარმატების შანსი გვრჩება. ფავორიტები არ ვიქნებით, მაგრამ ვეცდებით მაქსიმუმი გავაკეთოთ“.

დომენიკო ტედესკო („ლაიპციგი“): „მძიმე მატჩი იყო. „რეინჯერსი“ კომპაქტურად თამაშობდა, ასეთ მეტოქესთან შეტევა რთულია. მეორე ტაიმში 3-4 კარგი მომენტი გვქონდა, მაგრამ ყველაზე რთული სიტუაციიდან გავიტანეთ“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნუკრი რევიშვილი: ნაპოლისთან მოლაპარაკებები წელიწადზე მეტხანს მიდიოდა – დიდი ალბათობით ზაფხულში დავითაშვილიც წავა

ზედიზედ მეორედ: ესპანეთი მსოფლიოდან ისევ მოკვეთეს