მადრიდის „რეალი“ დაინტერესებულია „ბაიერნის“ პოლონელი თავდამსხმელის რობერტ ლევანდოვსკის შეძენით, რომლის კონტრაქტი მიუნხენურ გუნდთან 2023 წელს სრულდება.
ფეხბურთელის აგენტი პინი ზაჰავი ევროპული კლუბების წინადადებებს ისმენს. “რეალი“ საბაზრო ღირებულების მიხედვით 60 მლნ ევროს გადადებს და „ბაიერნიც“ მზად არის მთავარი ვარსკვლავი გაუშვას, რათა ბიუჯეტის მდგომარეობა გაიუმჯობესოს. თუმცა „რეალის“ მთავარი მიზანი მაინც ერლინგ ჰაალანდი და კილიან მბაპე არიან. ამის შესახებ As იუწყება Sky Sport Germany-ზე დაყრდნობით.
ლევანდოვსკი მოგვყიდე: ევროპის ტოპებმა ბაიერნს მიმართეს
32 წლის ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგის ამ სეზონში 36 გოლი გაიტანა და 6 ასისტი გააკეთა 26 მატჩში.
ის უდიდესი ალბათობით წელს ევროპის „ოქროს ბუცს“ მოიგებს.
ლევანდოვსკი „ბაიერნში“ 2014 წლიდანაა.
GIPHY App Key not set. Please check settings