in

რეალმა ვინისიუსს კონტრაქტი 2026 წლამდე გაუხანგრძლივა!

ფაბრიციო რომანო, ამ სახელის გაგონებაზე ხვდებით, რომ ინფორმაციის სანდოობაში ეჭვის შეტანა მართებული არ არის. ჰოდა, იტალიელმა რომანომ ამწუთას სოციალურ ქსელში პოსტი გამოამზეურა, რომ „ლოს ბლანკოსმა“ ვინისიუს ჟუნიორს კონტრაქტი 4 წლით გაუხანგრძლივა.


რომანოს თქმით, მადრიდელებს ხელშეკრულების 2028 წლამდე გაგრძელება სურდათ, მაგრამ ვინის წარმომადგენლებმა მკაფიო მიზეზით იუარეს- შემდეგში ხელფასზე რომ არ გვქონდეს გართულებაო.


ხელშეკრულება ძალაში ივლისიდან შევა. რაც შეეხება დეტალებს. ზუსტი თანხა უცნობია, მაგრამ რომანოს თქმით, ვინისიუსი „რეალის“ ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება. გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევრო!


მადრიდის „რეალმა“ ვინისიუსი 2018 წელს „ფლამენგოდან“ 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. 21 წლის ბრაზილიელს გასაოცარი გასული სეზონი ჰქონდა. 52 მატჩი, 22 გოლი და 20 საგოლე გადაცემა. ჩემპიონთა ლიგის ფინალში, „ლივერპულს“ ერთადერთი გოლი, სწორედ ვინიმ გაუტანა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვის შეხვდებიან ქართული გუნდები კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე

საქართველო-იტალიის თამაშზე ბილეთი 100 ლარი ღირს: ბორჯღალოსნების ტესტებზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო