in ,

რეალი ჯობია თუ პსჟ, როგორ თამაშობს მესი რეალთან და რატომ მოკვდება სერხიო რამოსი

ჩემპიონთა ლიგის სკანდალური 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ პსჟ მადრიდს „რეალს“ შეხვდება.
შეგახსენებთ, წილისყრა განმეორებით ჩატარდა, რადგან პირველ ჯერზე პროგრამულმა უზრუნველყოფამ უმტყუნა და შედეგები სრულად გაუქმდა.

ასეა თუ ისე ახლა ფავორიტებს, „რეალს“ და პსჟ-ს ერთმანეთთან მოუწევთ საქმის გარკვევა. ამ ტურნირზე ეს გუნდები 6-ჯერ შეხვედრილან – 4-ჯერ ჯგუფში და 2-ჯერ 1/8 ფინალში (2018), მაშინ ორი მატჩის ჯამში მადრიდელები გავიდნენ მომდევნო ეტაპზე (3:1, 2:1).

„რეალს“ 3 თამაში აქვს მოგებული, პსჟ-ს – 1, კიდევ 2 ფრედ დასრულდა. ესპანურმა გუნდმა 8 გოლი გაიტანა, პრიზულმა – 7.

ამ წყვილის კიდევ ერთი ინტრიგა მესისა და „სამეფო კლუბის“ მორიგი დაპირისპირებაა. არგენიტნელს „რეალის“ წინააღმდეგ 45 მატჩი აქვს ჩატარებული – ყველაზე მეტი კარიერაში. ლეოს 19 მოგება, 15 წაგება და 11 ფრე აქვს მადრიდელებთან შეხვედრებში. მესიმ „ბლანკოსს“ 26 გოლი გაუტანა, 14 საგოლე პასი მისცა და 14 ყვითელი მიიღო.

და კიდევ: სერხიო რამოსი – „რეალის“ ლეგენდას, კაპიტანს და არაერთი გადამწყვეტი გოლის ავტორს შესაძლოა თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მოუწიოს ბრძოლა. როგორც ჩანს, ესპანელი მცველი ძალიან გაბრაზებულია „რეალის“ მისდამი დამოკიდებულით და ასეთი რამ თქვა: „მოვკვდები პსჟ-სთვის რეალთან მატჩში”.

ვთქვათ ისიც, რომ „რეალი“ ძალიან უკმაყოფილოა წილისყრის განმეორებით ჩატარების გამო. კლუბი დარწმუნებულია, რომ მისი წყვილი „ბენფიკასთან“ წესრიგში იყო და შეცდომები ამის შემდეგ დაიწყო, ამიტომ წინააღმდეგი იყო ხელახლა ჩატარებაზე.

ამასობაში უეფამ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩების ბურთი წარადგინა.
„adidas თეთრმა ღამეებმა შთააგონა ბურთის შექმნისას, რომელიც რუსეთის ჩრდილოეთ დედაქალაქში ფინალურ მატჩზე გამოიყენება“, – ნათქვამია უეფას განცხადებაში.
ლიგის ფინალი 28 მაისს სანკტ-პეტერბურგში გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არველაძე ძმასთან და ძმისშვილთან არ მივიდა და ქარაგიუმრუქს უარი უთხრა

შოთა არველაძე: მადლობა მერანს ღირსეული საქციელისთვის – ქუთაისს ახალი სტადიონი სჭირდება