Brand Finance-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირი საფეხბურთო ბრენდების რეიტინგი წარადგინა.
კონსალტინგური კომპანიის რეიტინგის პირველ პოზიციაზე „რეალი“ დაბრუნდა, რომელმაც „სიტი“ ჩააჩოჩა. თანაც მანჩესტერული კლუბის ღირებულება არ შემცირებულა, უბრალოდ მადრიდელების გაიზარდა.
ტოპ 10 ყველაზე ძვირად ღირებული საფეხბურთო ბრენდი ასე გამოიყურება:
- „რეალი“ – 1,81 მლრდ დოლარი;
- „სიტი“ – 1,73 მლრდ დოლარი;
- „ბარსელონა“ – 1,65 მლრდ დოლარი;
- „მანჩესტერი“ – 1,5 მლრდ დოლარი;
- „ლივერპული“ – 1,48 მლრდ დოლარი;
- „ბაიერნი“ – 1,33 მლრდ დოლარი;
- პსჟ – 1,29 მლრდ დოლარი;
- „არსენალი“ – 1,07 მლრდ დოლარი;
- „ტოტენჰემი“ – 930 მლნ დოლარი;
- „ჩელსი“ – 897 მლნ დოლარი.
GIPHY App Key not set. Please check settings