in

რეალი მბაპეს ბევრს ვერ გადაუხდის, როგორც სხვებს – ვინისიუსი დაიმუქრა, დედლაინი არ არსებობს

„რეალი“ არ არის მზად კილიან მბაპეს დიდი ხელფასი შესთავაზოს. ფრანგს წლიურად 10.5 მილიონზე მეტს ვერ მისცემენ.

ESPN წერს, რომ „რეალი“ არ გეგმავს მბაპეს იმაზე ბევრად მეტი გადაუხადოს, ვიდრე ვინისიუსი და ბელინგემი იღებენ. მათი ხელფასი კი მადრიდში 10.5 მილიონია.

Bild-მა დაწერა, რომ მბაპემ გადაწყვიტა პარიზი დატოვოს და მადრიდში გადავიდეს.
პსჟ-სთან მისი კონტრაქტი ივნისში იწურება.

20 იანვარს კი გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს ვინისიუსი დაიმუქრა, რომ გუნდიდან წავა თუ მბაპეს იყიდიან.

წყარომ გამოცემას აცნობა, რომ „რეალმა“ კილიანს სთხოვა საბოლოო პასუხი უახლოეს ხანში უთხრას, რათა 2024/25 წლების გეგმა დასახოს, თუმცა ფეხბურთელის გარემოცვა ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღების დედლაინი არ არსებობს.

„რეალს“ გასულ სეზონშიც სურდა მბაპე და ბევრად მეტს სთავაზობდა, ვიდრე ამჟამად, თუმცა სხვა წყარო ამბობს, რომ მბაპე მაინც ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება „სამეფო კლუბში“.

პსჟ-სთან კონტრაქტით მბაპე წელიწადში 37 მლნ ევროს შოულობს.

მიმდინარე სეზონში მბაპემ 28 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა 26 მატჩში.

What do you think?

-3 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რეალმა სიტის გადაასწრო და ყველაზე შემოსავლიანი გახდა

კლოპი ლივერპულიდან მიდის: ძალა გამომელია