in

რეალი კუბოს ყიდის, ნაპოლის დიბალა უნდა, მანჩესტერმა ლისანდრო აიყვანა – სატრანსფერო ამბები

“აიაქსის“ არგენტინელმა მცველმა ლისანდრომ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა „მანჩესტერთან“. 55 მილიონიანი გარიგებისა და ბონუსების შესახებ მალე გააცხადებენ.

„იუვენტუსი“ მზად არის 40-45 მლნ ევრო გაიღოს პაუ ტორესისთვის. „ვილიარეალს“ მინიმუმ 50 მლნ უნდა.

ფრენკი დე იონგი მზად არის წავიდეს „ბარსადან“ „ბაიერნში“ – მას იზიდავს გერმანული გრანდი, აი „მანჩესტერში“ კი არ სურს (Diario Sport).

დიბალაზე პრეტენზიას აცხადებენ მხოლოდ „ნაპოლი“ და „რომა“. ყოფილ „იუველს“ 6-7 მლნ ევრო უნდა ხელფასად, რომაელები ნაკლებს იხდიან.

„ჩელსი“ მზად არის 45-50 მლნ ევრო შეთავაზოს კიმპემბეს სანაცვლოდ. პსჟ-ს მცველის გასხვისება 60-65 მლნ-ად უღირს.

„ბარსელონა“ დარწმუნებულია, რომ კუნდეს გაიფორმებს. კლუბი მზადაა გარიგებაში ჩართოს აბდე და ზემოდან 40-45 მლნ ევროც დაამატოს.

„ბარსამ“ აშშ-ს შეკრებაზე არ წაიყვანა უმტიტი, ბრაიტვაიტი და პუჩი, დე იონგი და პიანიჩი – კი.

პსჟ-მ ეკიტიკის ტრანსფერი გააფორმა როგორც იჯარა, რათა ფინანსურ ფეარ-პლეიში ჩაჯდეს. „რეიმსი“28,5+6,5 მლნ ევროს მიიღებს.

„რეალი“ კუბოს მიყიდის „სოსიედადს“. მადრიდელები იაპონელის გადაყიდვიდან 50%-ს აიღებენ.

„ლილმა“ არ მიყიდა რენატო სანჩესი პსჟ-ს 12 მლნ ევროდ.

„მანჩესტერი“ და პსვ საყრდენი ნახევრამცველის სანგარეს ტრანსფერს განიხილავენ, ფასი 30-35 მლნ ევრო.

გნაბრიმ „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა.

აკე არ გადავა „ჩელსიში“ „სიტიში“, გუნდებმა ფულზე ვერ მოილაპარაკეს.

სამაგიეროდ „არსენალი“ და „სიტი“ შეთანხმდნენ ზინჩენკოს ტრანსფერზე 30 მლნ ფუნტად.

ბერნარდესკი „ტორონტოში“ წავიდა. ამ კლუბში უკვე არიან კრიშიტო და ინსინიე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დიახ, ბედნიერი ვარ: ლევანდოვსკის ოცნება ახდა – ის ბარსაშია

მიუღებელია მისი სახელის შელახვის მცდელობა დამახინჯებული ფაქტებით: ფედერაციის პრეზიდენტი კვარაცხელიას გამოექომაგა