in ,

რა ჭირს ლივერპულს: მოგებას ვინ ჩივის, გოლიც არ გადის – ამბები მოკლედ

შეწყდა „ლივერპულის“ პრემიერლიგაში 68-მატჩიანი საშინაო წაუგებელი სერია. რეკორდი „ჩელსის“ ეკუთვნის.

„ლივერპული“ ვერ იგებს ჩემპიონატში ზედიზედ 6 თამაშია. კლოპის გუნდმა გაიმეორა ბოლო 4 წელიწადში უარესი სერია.

„ლივერპული“ ვერ იტანს გოლს პრემიერლიგის ზედიზედ 4 მატჩში. 2000 წლიდან მოყოლებული ყველაზე ცუდი სერიაა.

კლოპის გუნდმა ჩემპიონატის ზედიზედ 4 მატჩში ვერ გაიტანა პირველად ბოლო 15 წელიწადში.

„ლივერპულს“ 34 ქულა აქვს 19 მატჩში – უარესი შედეგია 2015/16 წლების სეზონის შემდეგ.

„ბარნლის“ დაიჩი პრემიერლიგის ისტორიაში პირველი მწვრთნელია, რომელმაც ორი მოქმედი ჩემპიონი სტუმრად ერთი გუნდით დაამარცხა.

კევინ დე ბრიუინი მინიმუმ ორი კვირა გამოტოვებს ტრავმის გამო. „ლივერპულთან“ თამაში 7 თებერვალსაა.

„ჩელსის“ ზაფხულამდე მოუწევს მოცდა, რათა ნაგელსმანი მიიწვიოს. „ლაიპციგი“ არ გაუშვებს მწვრთნელს სეზონის მსვლელობისას.

„ლესტერი“ ერიქსენისათვის ბრძოლაში ჩაერთო.

„კრისტალ პალასმა“ იჯარით აიყვანა „მაინცის“ საუკეთესო ბომბარდირი მატეტა 1.5 წლით და 15 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლებით.

 

ლუის სუარესმა 10+ გოლი გაიტანა ლიგაში ზედიზედ მეათედ.

„ვალენსიას“ ლა ლიგაში ყველაზე ცუდი პირველი წრე აქვს ბოლო 38 წელიწადში. გუნდმა 20 ქულა მოაგროვა 19 შეხვედრაში.

„რეალმა“ ზიდანის ნაცვლად შესაძლოა გალიარდო მიიწვიოს „რივერ პლეიტიდან“ (ESPN Argentina).

 

„ნაპოლიმ“ პოლონელი მილიკი „მარსელს“ 1.5 წლიანი იჯარით მისცა 8+5 მლნ ევროს სავალდებულო გამოსყიდვის პუნქტით.

„ნაპოლის“ ფორვარდ ლორენტეზე პრეტენზიას აცხადებენ „უდინეზე“, „ატლეტიკი“ და „ბენევენტო“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რეალი შერცხვა, ბარსამ არჩევნების თარიღი გაარკვია, ვის გააქვს და ვის ვერა – ამბები მოკლედ

იტალიის ჩემპიონატი საუკეთესოა: ნეტა როგორ შედგა რეიტინგი