in

რა ღირს საქართველო: ჯამურად ფასი მომატებულია, გოგლიჩიძის ფასი გავარდა

ინტერნეტსააგენტო Transfermarkt-მა მონაცემები განაახლა და აღმოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრების ჯამური ფასი გაზრდილია. დღეისათვის ჩვენი ეროვნული გუნდის სატრანსფერო ფასი 196.45 მილიონი ევროა.

ზურიკო დავითაშვილის ფასი რომ 5 მილიონიდან 8 მილიონ ევრომდე გაიზარდა, ეს ცნობილი იყო.
მის გარდა მატება კიდევ სამ მოთამაშეს აქვს: საბა ლობჟანიძის ფასი 4 მილიონი გახდა (3 მილიონი იყო), ხვიჩა კვარაცხელიასი – 85 მილიონი (80 მილიონი იყო).
ყველაზე დიდი ნახტომი საბა გოგლიჩიძემ გააკეთა. დაახლოებით ერთი წლის წინ სულ რაღაც 300 ათასი ეწერა ტრანსფერის გამოსყიდვაში, ოქტომბერში 5 მილიონამდე ავიდა, ახლა კი ერთბაშად 8 მილიონი ევრო გახდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა მსოფლიოში 49-ეა, მამარდა მე-80

ევროპის სუპერლიგის რებრენდინგი: ახალი სახელი, ახალი ფორმატი