მოკლედ, შორიდან შემოვლის გარეშე პირდაპირ ვეკვეთოთ საკითხს. თურქები ამბობენ, ნამატჩევს ფურკან კორკმაზი ქართველებმა სცემესო და თან გაშმაგებით ითხოვენ, რომ კამერის ჩანაწერები იქნას ამოღებული.
ეს კარგი ამბავი არ არის, რადგან თუკი გუნდური ძალადობა დამტკიცდა, უდიდესი ალბათობით, ნაკრები ევრობასკეტს დაემშვიდობება. სამწუხაროდ, დარბაზში არ გახლდით და ახლოდან ბევრი რამ ვერ შევნიშნე, მაგრამ იქ მყოფი ხალხისგან შევიტყვე, რომ ჯერ კიდევ მატჩის მიმდინარეობისას აქტიურობდა ერთი უთმო, მაღალი და სპორტული აღნაგობის პიროვნება. ძალიან ნაცნობი პერსონაა, რომლის გვარსაც არ დავასეხელებ და ადრეც არის შემჩნეული ძალადობრივ ფაქტებში.
პოლიციის სახელმაც გაიჟღერა, რაც სიგიჟეს ჰგავს. თურქები ამტკიცებენ დაცვის თანამშრომლებიც გაუსწორდნენ ფურკანსო. არაერთმა გამოცემამ დაადასტურა, რომ კონფლიქტი გასახდელში გაგრძელდა. ჯერ უცნობია ქართული მხარის კომენტარი, რაც კიდევ უფრო საეჭვოს ხდის სიტუაციას.
სიმწრით მოპოვებულ გამარჯვებას ისევ საკუთარი გმირობა თუ წაიღებს.
GIPHY App Key not set. Please check settings