in ,

ეს არ არის ოცნება – VI ტური

ყოჩაღ “მანჩესტერი” – გუნდი აზრზე მოვიდა და ზედიზედ იგებს თამაშებს, თან უკვე ძლიერ მეტოქეებთან. აქამდე დაუმარცხებელ “არსენალს” “იუნაიტედმა” დამსახურებულად აჯობა. სადებიუტო შეხვედრაში გოლი გაიტანა 100 მილიონიანმა ანტონმა. “მეთოფეებმა” მეორე ტაიმში ანგარიში კი გაათანაბრეს, მაგრამ რაშფორდმა მალევე გაიყვანა წინ მასპინძლები და მერე დუბლიც მიაყოლა. წაგების მიუხედავად “არსენალი” მაინც პირველზე დარჩა.

ჩემპიონობის მთავარმა ფავორიტმა „სიტიმ“ უკვე მეორედ ითამაშა ფრედ. „ქალაქელებს“ აქეთ ბუნებრივია ვერავინ უგებს, უბრალოდ უკვე 4 ქულის დაკარგვა ცოტა უჩვეულოა გვარდიოლას გუნდიგან. ჰოლანდმა კი თავისი ბურთი მაინც შეაგდო.

ისე ქულების დაკარგვაზე როცა ვსაუბრობთ, აქ „ლივერპული“ უნდა ვახსენოთ. მართალია რთული დერბი ჰქონდა, მაგრამ უკვე მესამე ფრე ითამაშა და პლუს ერთ წაგებასაც თუ მივათვლით, ძალიან ბევრი დაკარგული ქულა გამოდის. ასე თუ გაგრძელდა, ვერანაირად ვერ გაქაჩავს კლოპი ჩემპიონობისთვის ბრძოლას.
„ევერტონს“ კი ახალ ჩემპიონატში მოგება არ აქვს, ახლა კი ზედიზედ მეოთხედ ითამაშა ფრედ. აქ აუცილებლად უნდა აღვნშნოთ „ევერტონის“ მეკარის პიკფორდის საუცხოო თამაში ისეთი ბურთები გამოაძრო. ალისონმაც იხსნა „ლივერპული“, მაგრამ ინგლისელი კიპერი ტკბილი მოგონებების დალევისას ამ შუადღესაც გაიხსენებს.
კლოპი აღფრთოვანებული დარჩა „ევერტონის“ მეკარის პიკფორდის თამაშით.

„ტოტენჰემი“ ჯერჯერობით სტაბილურია, მაგრამ კონტეს ეს დიდად არ ეიმედება, ხოლო „ჩელსი“ წააგებს, მოიგებს, წააგებს, მოიგებს და სტაბილურობა ტუხელის გუნდსაც სჭირდება. კაი ჰავერცმა 88-ე წუთზე მოუტანა “ჩელსის” 3 ქულა.

ტუხელი: „ვესტ ჰემის“ წინააღმდეგ არავინ თამაშბს გახსნილად და სანახაობრივად. ისინი მჭიდროდ იცავდნენ თავს“.

კონტე მე-3 ადგილზე: „არ მიმაჩნია, რომ ერთ დონეზე ვართ ტოპ კლუბებთან“.

ჰოლანდს 10 გოლი აქვს გატანილი 6 მატჩში.

ჰოლანდმა ყველაზე სწრაფად გაიტანა 10 გოლი პრემიერლიგაში.

არავის გაუტანია ჰოლანდზე მეტი პრემიერლიგის პირველ 6 მატჩში. აგუეროს და დიეგო კოსტას 2-ით ნაკლები ჰქონდათ.

გვარდიოლა: „გავუშვით მხოლოდ ერთი გოლი ერთადერთი დარტყმის შემდეგ მთელ 90 წუთში“.

„ლივერპულს“ ყველაზე ცუდი სტარტი აქვს კლოპის ხელში – 9 ქულა 6 შეხვედრაში. მხოლოდ 2 მოგება.

კლოპის გუნდმა პირველად ვერ გაიტანა წლევანდელ პრემიერლიგაში.

კლოპი: „მგონი „ლივერპულმა“ 2 ქულა დაკარგა. 6 თამაში და 9 ქულა – ეს არ არის ოცნება“.

„ევერტონმა“ მხოლოდ ერთხელ მოუგო „ლივერპულს“ ჩემპიონატის ბოლო 23 შევხედრაში.

„მანჩესტერმა სტარტზე ორი წაგების მერე ზედიზედ 4 მატჩი მოიგო. ეს მესამე შემთხვევაა პრემიერლიგაში.

ტენ ჰაგი: „მანჩესტერმა“ გეგმა ვერ განახორციელა. მაგრამ კარგად ვიცავდით თავს მთელი შემადგენლობით. არ მქონია შეგრძნება, რომ გაგვტეხავდნენ. გამარჯვება გუნდურმა სულმა მოიტანა“.

არტეტა: „იყო მონაკვეთები, როდესაც „არსენალი“ დომინირებდა. გაწბილებული ვარ წაგებით“.

რონალდო: „ყოჩაღ ბიჭებო. ცალკე მადლობა გულშემატკივრებს“.

პრემიერლიგა – VI ტური

ევერტონი – ლივერპული 0:0
ბრენტფორდი – ლიდსი 5:2
ტოტენჰემი – ფულჰემი 2:1
ნიუკასლი – კრისტალ პალასი 0:0
ჩელსი – ვესტ ჰემი 2:1
ნოტინჰემი – ბორნმუთი 2:3
ვულვერჰემპტონი – საუთჰემპტონი 1:0
ასტონ ვილა – სიტი 1:1
ბრაიტონი – ლესტერი 5:2
მანჩესტერი – არსენალი 3:1

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვნახეთ შესანიშნავი ბარსა: ანჩელოტი დელ ბოსკეა – IV ტური

რა მოხდება თუკი თურქები მართლები აღმოჩნდებიან?