„ნაპოლიმ“ სერია ა-ს 27-ე ტურში სტუმრად „ტორინოს“ 4:0 აჯობა და ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა. ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი კარგი მატჩი ითამაშა, მის ანგარიშზე გოლი და საგოლე პასია.
მატჩის შემდეგ გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა კომენტარი გააკეთეს.
ლუჩანო სპალეტი:
„კვარას ქუსლით პასი, ოლივეირას შესანიშნავი ჩაწოდება და ოსიმენის ბრწყინვალე თამაში ყველამ იხილა. თუმცა, ვფიქრობ, რომ გამარჯვება მთლიანი გუნდის დამსახურებაა. არ უნდა გამოგვრჩეს ანგისა, რომელიც ნახევარდაცვის ცენტრს ამაგრებს, ასევე ჯოვანი დი ლორენცო, კაპიტანი შესანიშნავი იყო. კიმი, რაჰმანი… მათ გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვთ, ამიტომ კონკრეტულ მოთამაშეზე საუბარი სწორი არ იქნება.
ივან იურიჩი:
„ბევრ ეპიზოდში კარგად გამოვიყურებოდით, თუმცა გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. სპალეტის შესანიშნავი იდეები აქვს. „ნაპოლის“ ცოცხლად ყურება შთამბეჭდავია, ტექნიკური, ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს. მათგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება“.
GIPHY App Key not set. Please check settings