in

რა კარგია ხვიჩა რომ არ იქნება: რა უნდა პორტუგალიას

დღეს საქართველოში ევროპის ჩემპიონატი იწყება. 21 წლამდელთა საქართველოს პირველი მეტოქე პორტუგალიაა, რომელსაც „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე შევხვდებით. თამაშამდე სტუმარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რუი ჟორჟემ პრესკონფერენცია გამართა.

„საქართველოში გულთბილი დახვედრა მოგვიწყვეს, რისთვისაც მასპინძლებს მადლობას ვუხდი. ვიცით, რომ საქართველომ ეროვნული ნაკრებიდან რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა. საქართველოს ახალგაზრდულ გუნდს შარშან შეხვდით და კარგად ვიცნობ.

არ დავმალავ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნა გაგვიხარდა, რადგან მისი სახით საქართველოს დიდი ძალა დააკლდება. თუმცა ჩვენც ვერ დაგვეხმარება რამდენიმე მოთამაშე, რომლებიც ჩემი გუნდისთვის მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენენ.
შესარჩევში ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ფაბიუ ვიეირა იყო, რომელიც გუნდში არ არის. ასევე ტრავმების გამო გამოგვაკლდნენ ჟოაუ მარიუ, ტომას ესტევესი, ტიაგო ჯალო, ტომას ტავარესი და დავიდ და კოსტა. ამან ჩვენს გეგმებზე გავლენა მოახდინა.

მატჩი იოლი არ იქნება. ისე, ფრე ცუდი ვარიანტი არ იქნება.
ქართველები ფიზიკურად უკეთ არიან მზად, ჩვენ კი ტექნიკური კუთხით უნდა ვაჯობოთ მეტოქეს.

ზოგადად, კარგი გუნდი გვყავს, რომელსაც ამბიცია აქვს. ვფიქრობ, პირველ ადგილზე გასვლის რეალური პოტენციალი გაგვაჩნია, მიზანი კი პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე მოხვედრაა“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დიდად არ გაგვიმართლა: ვინ შეხვდათ ქართულ გუნდებს კონფერენს ლიგაზე

საქართველომ მსოფლიოს საქართველო უნდა აჩვენოს: დღეს ევროპას ვიწყებთ და საკუთარი სახე და ფეხბურთი უნდა წარმოვაჩინოთ