„ნაპოლიმ“ სერია ა-ს 28-ე ტურში შინ „მილანთან“ დიდი ანგარიშით 0:4 წააგო. სტუმრებმა გამარჯვება ალალად დაიმსახურეს, ნეაპოლელებს კი გამოფხიზლება მართებთ, წინ ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალია ისევ „მილანთან“.
ლუჩანო სპალეტიმ წაგების მიზეზებზე ისაუბრა:
„ბევრი ფეხბურთელი ნაკრებზე ძალიან ზრუნავს და მთელ ძალებს ახარჯავენ. ასე რომ, დაღლილობას შეეძლო ემოქმედა. თამაში, პლუს მგზავრობა, ფეხბურთელები ცოტა დაღლილები ბრუნდებიან, მაგრამ „მილანიც“ ხომ ანალოგიურ სიტუაციაშია.
ნაწილობრივ საქმე დაღლილობაშია, ნაწილობრივ – მეტოქის კარგ თამაშში. ჩვენ კი ჩვეულ დონეზე ვერ ვიასპარეზეთ“.
Areanapoli-ს ცნობით, ხვიჩა კვარაცხელია მატჩის მთავარ არბიტრს რამდენჯერმე ეკამათა. ლუჩანო სპალეტიმ კვარას შენიშვნა მისცა და სთხოვა, რომ დამშვიდებულიყო.
DAZN-ის ჟურნალისტმა დილეტა ლეოტამ ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეაოს დუელის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, პორტუგალიელმა ქართველი დაჩაგრა.
„გაშვებული გოლების შემდეგ სპალეტის გუნდისგან რეაქციას ველოდებოდით. რაფაელ ლეაომ ხვიჩა კვარაცხელიას დუელში აჯობა. პორტუგალიელმა დიდებული გოლები გაიტანა“.
კომენტარი გააკეთა თავად რაფაელ ლეაომაც გააკეთა, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას მაისური გაუცვალა:
„არაჩვეულებრივად ვითამაშეთ. ეს „მილანია“.
გოლის გატანა განუმეორებელი გრძნობაა, მაგრამ რომც არ გამეტანა, გამარჯვებით მაინც გავიხარებდი.
მინდა გითხრათ, რომ კვარაცხელიას დიდი ფანი ვარ. ძალიან მომწონს, რასაც ის მოედანზე აკეთებს და მგონია, ამ მხრივ მე მგავს, რამეთუ ჩემსავით უყვარს მეტოქის მოტყუება და ტექნიკურად თამაში. მაგარ სეზონს ატარებს და მიხარია, რომ მაისურები გავცვალეთ“.
და კიდევ ერთი: „გაძეტა დელო სპორტი“ იტყობინება, რომ შესვენებაზე „ნაპოლის“ მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ რაფაელ ლეაოს გვირაბში უთხრა, რომ გოლის აღნიშვნა ასეთი ჟესტით არ შეიძლებოდა. საუბარში „როსონერის“ ტექნიკური დირექტორი პაოლო მალდინი ჩაერია და სპალეტის მიმართა: „ლუჩანო, რამ გაგაღიზიანა? სკუდეტო მოგებული გაქვს, რაღა გინდა?“
სპალეტიმ თქვა, რომ მალდინი ხელებს იქნევდა და უპატივცემულოდ მოექცა, რაც არ მოეწონა.
GIPHY App Key not set. Please check settings