ოთხი ქართული კლუბი ჩაება ევროთასებზე და ცოტა რთულია თქვა პირველი ეტაპის შემდეგ დამაკმაყოფილებელი შედეგი მივიღეთ თუ არა. 4-დან 3 გუნდი გავიდა მომდევნო ეტაპზე და ეს ცუდი არ არის, მაგრამ დასანანია ბათუმის „დინამოს“ გამოვარდნა და ასევე თბილისის „დინამოს“ მარცხი, რომელიც კი დარჩა ევროარენაზე, ოღონდ ტურნირი გამოიცვალა.
ასეა თუ ისე, ამ თამაშებმა შემდეგ ქართული კლუბების სალარო შეივსო. ცნობილი გახდა რა შემოსავალი მიიღეს ჩვენებმა უეფასგან პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევის გამო.
თბილისის „დინამოს“ 280 ათასი ევრო ერგო, მაგრამ იმის გამო, რომ კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე გადაერთვება, დამატებით 350 ათას ევროს მიიღებს.
გორის „დილამ“ და ქუთაისის „ტორპედომ“ პირველი ეტაპის გადალახვისთვის 150 ათას ევროს მიიღებენ, ხოლო მეორე ეტაპზე თამაშოსთვის კიდევ 350 ათასიც დაემატება, ანუ უკვე გარანტირებულად მიიღეს ნახევარი მილიონი ევრო.
ბათუმის „დინამომ“ 150 ათასი ევროს გარდა, კომპენსაციის სახით 250 ათას ევროს მიიღებს.
გავოხსენოთ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული გუნდების განრიგი:
25 ივლისი და 3 აგვისტო
„ჰამრუნ სპარტანსი“ (მალტა) – „დინამო თბილისი“
27 ივლისი და 3 აგვისტო
„ტორპედო (ქუთაისი) – „აქტობე“ (ყაზახეთი)
„აქტობე“ – „ტორპედო“
„ვორსკლა“ (უკრაინა) – „დილა“ (გორი)
„დილა“ – „ვორსკლა“
GIPHY App Key not set. Please check settings