დღეს სერია ა-ს 32-ე ტურში „ნაპოლიმ“ „სალერნიტანას“ უმასპინძლა და მოგების შემთხვევაში ჩემპიონობას ოფიციალურად ინაღდებდა. თუმცა მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ხვიჩა კვარაცხელიამ სრულად ითამაშა.
ნაპოლის ჩემპიონობა გადაიდო, ხვიჩას გადამწყვეტის გატანა შეეძლო
ჩვენიანს გოლი და საგოლე მოქმედება ისევ არ აქვს, თუმცა ჩვეულად აქტიურობდა და მეორე ტაიმის ბოლოსკენ ორჯერ შეეძლო გატანა.
Sofascore-მა კვარას თამაში 7.0 ქულით შეაფასა, Whoscored-მა კი ხვიჩას 7.4 ქულა დაუწერა. ორივე პორტალის მიხედვით, მატჩის საუკეთესო მოთამაშე ნეაპოლელთა გოლის ავტორი მატიას ოლივეირა გახდა.
სხვათა შორის, ხვიჩას მხოლოდ 5.5 დაუწერა „ევროსპორტმა“.
კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ჯამში 37 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 14 გოლი და ამდენივე საგოლე პასია.
GIPHY App Key not set. Please check settings