„ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატში მეორედ, შინ კი პირველად დამარცხდა – „ლაციოსთან“ 0:1. მასპინძლებს უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ გოლში ვერ გარდასახეს. აქტიური იყო და გამწვავებას ცდილობდა ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელმაც სრულად ითამაშა, მაგრამ მჭიდროდ მოთამაშე მეტოქესთან ბევრი ვერაფერი გააწყო.
მიუხედავად ამისა, ჩვენიანმა ნეაპოლელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო: Sofascore-მა 7 ქულა დაუწერა, Whoscored-მა კი – 6.8.
ნაპოლიმ ვეღარ მოიგო, ხვიჩა აქტიურობდა, მაგრამ ვერ გაამწვავა
“ნაპოლიდან” უფრო მაღალი შეფასება მხოლოდ კიმ მინ ჯემ და პიოტრ ზიელენსკიმ მიიღეს.
GIPHY App Key not set. Please check settings