in

რაც შეიძლება სწრაფად: მესი ბარსასთან კონტრაქტს აგრძელებს

ლეო მესი „ბარსელონასთან“ კონტრაქტის გაგრძელებასთან ახლოსაა.

El Confidencial ამბობს, რომ არგენტინელი შეუთანხმდა კატალონიელთა პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას 2023 წლამდე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე. ფინანსური ნაწილის საბოლოო პირობები აუდიტორიული შემოწმების შემდეგ გახდება ცნობილი. მიუხედავად ამისა, ორივე მხარე გეგმავს ხელის მოწერას და ამის შესახებ რაც შეიძლება სწრაფად გამოცხადებას.

ესპანეთის ახლახანს დასრულებულ ჩემპიონატში მესიმ 30 გოლი გაიტანა 35 მატჩში და 9 საგოლე პასი მისცა.

ლეო ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მაგრამ ზედიზედ მეორე წელია „ოქროს ბუცს“ ვერ შესწვდა. მანამდე კი ზედიზედ სამჯერ იგებდა.

„ბარსასთან“ ამჟამად მოქმედი კონტრაქტი 30 ივნისს სრულდება. კატალონიაში მესი წლიურად დაახლოებით 70 მილიონ ევროს შოულობს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გახდე ჩემპიონი და აიბარგო: კონტე ინტერიდან წავიდა

ყველაზე პატარა ქალაქი და სარეკორდო პენალტები – ფინალის საინტერესო ფაქტები