ლეო მესი „ოქროს ბურთის“ ტოპ 20 პრეტენდენტს შორის აღარ შედის. ეს Goal.com-ის ვერსიაა.
პსჟ-ს თავდამსხმელი მარტის შუაწელს მე-10-დან მე-20 ადგილამდე ჩავარდა. რეიტინგის განახლებულ ვერსიაში (20 ფეხბურთელი შედის), არგენტინელი საერთოდ ვერ მოხვდა. „მანჩესტერელი“ კრიშტიანო რონალდო კი მე-20 პოზიციაზეა.
პირველ ათეულში შედიან:
- რობერტ ლევანდოვსკი – „ბაიერნი“
- ქარიმ ბენზემა – „რეალი“
- მოჰამედ სალაჰი – „ლივერპული“
- კილიან მბაპე – პსჟ
- ლუკა მოდრიჩი – „რეალი“
- სადიო მანე – „ლივერპული“
- ბერნარდო სილვა – „სიტი“
- რიად მარეზი – „სიტი“
- ვინისიუსი – „რეალი“
- ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდი – „ლივერპული“
GIPHY App Key not set. Please check settings