აღმოსავლეთ ევროპაში “არსენალის” ყოფილმა სკაუტმა ტომაშ პაშიეჟნიმ weszlo.com-თან ინტერვიუში მოჰყვა, რომ 2022 წელს “არსენალი” ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით იყო დაინტერესებული, თუმცა კლუბმა სხვა არჩევანი გააკეთა.
საბოლოოდ, ლონდონელებმა ქართველის ნაცვლად ბრაზილიური “სან პაულოდან” 3,5 მილიონ ევროდ მარკინიოსი შეიძინეს, რომელიც “მეთოფეებს” ვერ მოერგო, მხოლოდ 6 თამაშში მიიღო მონაწილეობა და ახლა სამშობლოში, “კრუზეიროშია” განათხოვრებული.
“2022 წელს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები პოლონეთში შესარჩევ ტურნირს თამაშობდა. მე სხვა ფეხბურთელების დაკვირვება მევალებოდა, მაგრამ როდესაც ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი ვნახე, სხვა სკაუტებთან ერთად ვმსჯელობდი, რომელი იყო უკეთესი. შემდეგ ორივეს რუსეთში ვაკვირდებოდი, ამიტომ დიდი ხნის განმავლობაში ვადევნებდი თვალყურს მათ განვითარებას”
პაშიეზნი დაესწრო მატჩს ყაზანის “რუბინსა” და მოსკოვის “დინამოს” შორის, სადაც კვარაცხელიამ ცვლილებაზე შემოსვლის შემდეგ კარგად ვერ ითამაშა.
აშკარაა რომ მასზე ფანების უარყოფითმა რეაქციამ იმოქმედა მის რამდენიმე წარუმატებელ დრიბლინგზე. მან ვერ შეძლო ამ რეაქციასთან გამკლავება, მისი ყოველი შემდეგი მცდელობაკიდევ უფრო უარესი იყო. ის იმ თამაშში დაიკარგა, შეგეძლო დაგენახა რომ მან მოთმინება დაკარგა.
თუ ასე გაგრძელდებოდა ეს პრობლემა იქნებოდა. როცა რამდენიმე ათასი ყაზანელი ფანის რეაქცია შენზე მოქმედებს, ეს შენზე კარგად არ მეტყველებს. ყველამ იცოდა, რომ ის ძალიან კარგი ფეხბურთელი გახდებოდა, მაგრამ ყველას აინტერესებდა რამდენად კარგი. იქნებოდა ის ძალიან მაგარი თუ საშუალო დონის მოთამაშე, მაგრამ იმ მომენტში მე უნდა დამეწერა როგორიც იყო, გამომეტანა დასკვნები, დამეწერა სად იყო პრობლემები”, – თქვა პაშიეჟნიმ.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings