“ბარსელონას” ქომაგებს, ალბათ, ეს შეკითხვა არაერთგზის გაუჩნდათ. გავიმ ღიად თქვა, რომ 6 ნომრიანი მაისურის მორგება სურს და ეს საიდუმლო არაა, მაგრამ ცნობილია მიზეზი, რის გამოც მას 30 ნომრიანი მაისურით უწევს თამაში.
“ბლაუგრანას” ფინანსური პრობლემები არახალი ფაქტია, შესაბამისად, კატალონიელები გავის პირველი გუნდის მოთამაშედ ვერ არეგისტრირებენ, რაც 30-ე ან უფრო ქვედა ნომრით თამაშს გულისხმობს. გავი სარეზერვო გუნდშია გაფორმებული და სანამ “ბარსა” ფინანსური კრიზისიდან არ გამოვა რაიმეს შეცვლა რთული იქნება.
ზაფხულში, 18 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა და მისი გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევროა.
GIPHY App Key not set. Please check settings