in

“პსჟ”-ს პრეზიდენტი მბაპეზე: ის ამაყობს საფრანგეთში თამაშით

ბოლო პერიოდში, კილიან მბაპეს გასაოცარმა ფორმამ ხელახლა დაძრა მისი პოტენციური ტრანსფერის საკითხი. ზაფხულში, თითქოს გადაწყვეტილიც კი იყო მისი “რეალში” გადაბარგება, მაგრამ შემდეგ იყო 120 მილიონიანი კონტრაქტი და ზარი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისგან.

გუშინ კი “პსჟ”-ს პრეზიდენტმა, ნასერ ელ-ხელაიფიმ მბაპეზე ისაუბრა:

“ვფიქრობ, რომ ის უდიდესი ფეხბურთელია და მიხარია, რომ ის უფასოდ არ წავიდა. მე, კილიანსა და მის ოჯახს ვენდობი. ის პარიზელია, ფრანგია და იცის, რომ აქ საუკეთესო გარემოა.

ახლა მბაპე, მხოლოდ ინგლისის ნაკრებთან გასამართ მატჩზეა კონცენტრირებული დანარჩენი კი შემდგომისთვის გადავდოთ”.

მბაპე მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

აშშ-მ, შესაძლოა, კოპა ამერიკას უმასპინძლოს

რატომ აცვია გავის 30 ნომრიანი მაისური?.