რატი ანდრონიკაშვილი კარიერას ესპანეთის უმაღლესი ლიგის კლუბ “კასადემონტში”გააგრძელებს. ქალაქ სარაგოსას გუნდმა საქართველოს ნაკრების 22 წლის უკანახაზელთან შეთანხმებას მიაღწია, თუმცა სხვა დეტალებზე საუბარი კლუბის ოფიციალურ ვეგ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარი არ არის.
ანდრონიკაშვილი ესპანეთში წინა სეზონშიც თამაშობდა, თუმცა “მურსიაში” მას მცირე სათამაშო დრო ჰქონდა და მატჩში საშუალოდ მოედანზე გატარებულ 5 წუთში 2.2 ქულასა და 1,2 პასს აკეთებდა. ანდრონიკაშვილს ესპანეთში სხვა მხრივაც იცნობენ: ის წლების მანძილზე ბასკონიას საკალათბურთო აკადემიაში იმყოფებოდა და ამ გუნდის ღირსებას სხვადასხვა ასაკობრივ ჩემპიონატებში იცავდა.
რატიმ კარიერის მოწყობა ამერიკაში სცადა, სადაც საკმაოდ პრესტიჟულ უნივერსიტეტში – კრეიტონში მოხვდა, მაგრამ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მთელი სეზონი გაუცდა, რის შემდეგაც ევროპაში დაბრუნდა და სეზონი ესპანურ “მურსიაში” გაატარა.
ანდრონიკაშვილი სისტემატიურად ხვდება საქართველოს ეროვნული ნაკრების ძირითად 12-ეულში და ჩვენს გუნდთან ერთად მან გასულ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ითამაშა. რატი უკვე სარაგოსაშია და მისი ახალ კლუბში დებიუტი სავარაუდოდ შემდეგ ტურში შედგება.
GIPHY App Key not set. Please check settings