in

რას შვრება ბაიერნი მეკარეზე

მიუნხენის „ბაიერნი“ ისევ ვერ ჩამოყალიბებულა რა მოუხერხოს მანუელ ნოიერის შემცველს, რომელიც თან კარგი მეკარე უნა იყოს და თან პერსპექტივაში დათანხმდეს ნოიერის თადარიგობას, როდესაც ეს უკანასკნელი დაბრუნდება. ძალიან აქტიურად იწერებოდა გიორგი მამარდაშვილზე, მაგრამ „რეკორდმაისტერს“ არ სურს გადაიხადოს ათეულობით მილიონი, რომელსაც „ვალენსია“ ითხოვს. ითქვა აქეთურ-იქეთური და აგერ ბოლო ინფორმაციით, ბავარიელები კიდევ უფრო ძვირიან და მართლა კარგ მეკარეს ყიდულობენ.

საუბარია ინგლისური „ბრენტფორდის“ ესპანელ მეკარე დავიდ რაიაზე. პრემიერლიგის კლუბი 27 წლის გოლკიპერის დასათმობად 45 მილიონ ევროს ითხოვს.

დავიდ რაია „ბრენტფორდში“ 2019 წლიდან თამაშობს, ესპანეთის ნაკრებში კი 2 მატჩი აქვს ჩატარებული.

არადა, არც თუ დიდი ხნის გვეწერა, რომ „ბაიერნი“ „ბრენტფორდის“ მეკარეზე ფიქრობდა, ოღონდ არა რაიაზე, არამედ უფრო იაფიან ვარიანტზე – ალბანელ ტომას სტრაკოშაზე (3.5 მლნ).

ამავდროულად, „ბაიერნმა“ თავისი მეკარე ალეკსანდერ ნიუბელი ერთი სეზონით იჯარით „შტუტგარტში“ გაუშვა, რომელსაც 26 წლის მეკარის გამოსყიდვის უფლება არ ექნება.

რაც შეეხება იან ზომერს, ის კვლავაც მილანის „ინტერს“ სურს და ალბათ ეს გარიგება მაშინ გამოვა, როგორც კი „ბაიერნი“ ჩამოყალიბდება თავად ვის აიყვანს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გაბრიელ სიგუა ბაზელის ფეხბურთელია: 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმებულია

ამერიკის დაპყრობა: მესის მორიგი შოუ – ლეომ 100 კლუბს გაუტანა