in

რას აპირებს თემური: ქეცბაია საქართველოსთან შეხვედრას ელოდება და კვარას მეურვეობაზე ფიქრობს

საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ორი შესარჩევი მატჩი ელოდება, ჯერ 17 ივნისს კვიპროსთან და მერე 20-ში შოტლანდიასთან. თავის მხრივ ორ შეხვედრას ჩაატარებს თემურ ქეცბაის კვიპროსის ნაკრები, ჯერ ჩვენთან და მერე ნორვეგიასთან. მოკლედ, ქართველ მწვრთნელს ორი ერთნაირი თავსატეხი აქვს – როგორ გააჩეროს ჯერ კვარაცხელია და მერე ერლინგ ჰოლანდი.

თემურ ქეცბაიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა:

„ჩემპიონატის შემდეგ თამაში სასიამოვნო არაა, მაგრამ ამ მდგომარეობაში მხოლოდ ჩვენ არ ვართ, ყველა ასეა. რთული მატჩები გველოდება, თან რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლია. იმედია 10 დღეში სათანადოდ მოვემზადებით.

საქართველოსთან შეხვედრა ჩემთვის განსაკუთრებულია. საქართველო ჩემი სამშობლოა, სადაც დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ არც კვიპროსია ჩემთვის უცხო. უკვე 30 წელია აქ ვცხოვრობ, აქაური მეუღლე მყავს, ქალიშვილი – ნახევრად კვიპროსელი. საქართველოსთან ადვილი თამაში არ იქნება, მათ ბევრი ახალგაზრდა ჰყავთ, რომლებიც დიდ ჩემპიონატებში გამოდიან.

როგორ გავაჩეროთ კვარაცხელია და ჰოლანდი? ერთი იტალიაში გახდა საუკეთესო, მეორე ინგლისში. რა თქმა უნდა, მათი კარგად მეურვეობა დაგვჭირდება, რათა პრობლემები არ შეგვიქმნან“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბელინგემი რეალშია: ის ყველაზე ძვირადღირებული ინგლისელია – 100 მილიონზე მეტი პატარა ბიჭში მეოთხე ამბავია

მესის დიდი ინტერვიუ: რატომ არა ბარსელონა და რატომ ამერიკა