in

რამდენს მიიღებს საქართველო თუ ევროზე გავა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ევრო 2024-ზე გასვლის შემთხვევაში, სფფ-ის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამისთვის ვილი სანიოლის გუნდმა 21-ში ჯერ თბილისში ლუქსემბურგს უნდა სძლიოს, შემდეგ კი საბერძნეთი/ყაზახეთის გამარჯვებულიდან ერთ-ერთს.

მოკლედ, თუ “ჯვაროსნები” გერმანიის საგზურს მოიპოვებენ, UEFA-სგან 9,25 მილიონ ევროს მიიღებენ.

ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე თითოეული გამარჯვება მილიონ, ხოლო ფრე ნახევარ მილიონ ევროდ ფასობს.

მერვედფინალში გასვლისთვის ნაკრები 1.5 მილიონს მიიღებს, მეოთხედფინალისთვის – 2.5-ს, ნახევარფინალისთვის კი – 4-ს.

ფინალში დამარცხებული გუნდი დამატებით 5 მილიონი ევროთი დასაჩუქრდება, გამარჯვებული კი – 8 მილიონით.

ჯამში, ჯგუფში ყველა თამაშისა და
ევრო 2024-ის მოგების შემთხვევაში, რომელიმე ნაკრებს 28,25 მილიონი ევროს გამომუშავება შეუძლია.

sportall.ge

What do you think?

-3 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დაძაბულობა იზრდება: ლუქსემბურგს თბილისში გამბედაობა სჭირდება – საჩუქრებს არც ჩვენ დავარიგებთ

ვის შეხვდება საქართველო ოლიმპიადაზე… ოღონდ ჯერ გავიდეთ