in

რამდენი ქულა აიღო ბენზემამ: ის პირველზე მარტო 4-მა ქვეყანამ არ დაასახელა

გამოქვეყნდა „ოქროს ბურთის“ გამოკითხვის შედეგები.

გამარჯვებულმა „რეალის“ თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ 549 ქულა დააგროვა 558 შესაძლებელიდან.

ჟიურის 93 წევრიდან 89-მა ის პირველ ადგილზე დააყენა. გამონაკლისი გახდა 4 ქვეყნის ჟურნალისტი – ეგვიპტემ და ნიდერლანდებმა აირჩიეს მოჰამედ სალაჰი, სენეგალმა ხმა მისცა სადიო მანეს, ხოლო სლოვენიამ კევინ დე ბრუინს.

შედეგების მიხედვით ტოპ 10 ასე გამოიყურება:

  1. კარიმ ბენზემა („რეალი“) – 549 ქულა;
  2. სადიო მანე („ბაიერნი“ / „ლივერპული“) – 193;
  3. კევინ დე ბრუინი („სიტი“) – 175;
  4. რობერტ ლევანდოვსკი („ბარსელონა“ / „ბაიერნი“) – 170;
  5. მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“) – 116;
  6. კილიან მბაპე (პსჟ) – 85;
  7. ტიბო კურტუა („რეალი“) – 82;
  8. ვინისიუსი („რეალი“) – 61;
  9. ლუკა მოდრიჩი („რეალი“) – 20;
  10. ერლინგ ჰოლანდი („სიტი“ / „ბორუსია“ დორტმუნდი) – 18.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანო რონალდომ და კიდევ 10-მა ფეხბურთელმა ერთი ქულაც ვერ აიღეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვულოცავ ნაპოლის დაუმსახურებელ გამარჯვებას – XI ტური

მანჩესტერი კრიშტიანოს უფასოდ უშვებს, მსურველი კი არავინაა: იმედი მსოფლიო ჩემპიონატია