in

რაია ეს: 14 წლის შემდეგ – არსენალი მეკარემ გაიყვანა, ბარსაც გავიდა

ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ორი ¼ ფინალისტი გაირკვა. გავიდა ორივე ფავორიტი, მაგრამ ორივეს გვარიანად გაუჭირდა. „ბარსელონამ“ მართალია 3:1 დაამარცხა „ნაპოლი, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ გამარჯვება უბრძოლველად მოვიდა. ცოტა მეტი იღბალი და იტალიურ გუნდს რომ გაეთანაბრებინა, არავინ იცის მერე როგორ წავიდოდა საქმე.

აი „არსენალმა“ კი პირველ ტაიმში მოახერხა „პორტოსთვის“ გატანა, როდესაც ოდეგორმა საუცხოოდ ითამაშა და პარტნიორს გაატანინა, მაგრამ ლონდონელებმა მეტი ვეღარ შეძლეს და საქმე პენალტებამდე მიიყვანეს, სადაც იღბალი მათ მხარეს დადგა. იღბალი რა, მეკარე დევიდ რაიამ ორი პენალტი აიღო.

ნაპოლის შეეძლო არ წაეგო, მაგრამ მაინც ბარსამ მოიგო: როგორ ითამაშა კვარაცხელიამ

ბარსელონა – ნაპოლი 3:1
გოლები: 1:0 ფერმინი (15), 2:0 კანსელო (17), 2:1 რაჰმანი (30), 3:1 ლევანდოვსკი (83)

“ბარსელონამ” 24-ჯერ დაარტყა “ნაპოლის” კარის მიმართულებით – ეს კატალონიური კლუბისთვის საუკეთესო შედეგია ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფებში 2019 წლის შემდეგ.

რობერტ ლევანდოვსკიმ ჩემპიონთა ლიგაში პირველად გაიტანა ზედიზედ 2 მატჩში (2 გოლი) “ბარსელონას” მაისურით.

ლევანდოვსკის 13 გოლი და 13 ასისტი აქვს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფების ბოლო 13 მატჩში.

ლევანდოვსკიმ ჩემპიონთა ლიგაზე 94-ე გოლი გაიტანა, უფრო მეტი მარტო რონალდოს და მესის აქვთ.

“ბარსელონა” პირველი გუნდია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელსაც სასტარტო შემადგენლობაში ორი ფეხბურთელი ჰყავდა 17 წლის ან 17-წლამდელი – ლამიან იამალი (16 წლის და 243 დღის) და პაუ კუბარსი (17 წლის და 50 დღის).

ამირ რაჰმანიმ (“ნაპოლი”) სერია A-ს მცველებს შორის 2024 წლის დასაწყისიდან ყველაზე მეტი (3) გოლი გაიტანა ყველა ოფიციალურ ტურნირში.

არსენალი – პორტო 1:0, პენ 4:2
პირველი მატჩი 0:1

გოლი: 1:0 ტროსარი (41. ოდეგორის პასით)

პენალტების სერია: 1:0 ოდეგორი, 1:1 ედოარდო პეპე, 2:1 ჰავერტცი, 2:1 ვენდელი (მეკარე), 3:1 საკა, 3:2 გრუიჩი, 4:2 რაისი, 4:2 გალენო (მეკარე)

„არსენალი“ ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალში პირველად ითამაშებს 2010 წლის შემდეგ.

მიკელ არტეტა: „“პორტოს“ წინააღმდეგ მართლა რთულია, ძალიან კონკურენტუნარიანი გუნდია. 14 წელი ¼ ფინალის გარეშე. ძალიან დიდი დროა ისეთი გუნდისთვის, როგორიც „არსენალია“.

დევიდ რაია: „ფეხბურთს ასეთი მომენტებისთვის თამაშობ. „პორტომ“ საქმე გაგვირთულა“.

კონსეისაო: „პორტო“ ორივე მატჩში უკეთესი იყო და ¼ ფინალში გასვლას იმსახურებდა“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაპოლის შეეძლო არ წაეგო, მაგრამ მაინც ბარსამ მოიგო: როგორ ითამაშა კვარაცხელიამ

რატომ არ ნახეთ VAR-ზე? კალცონას ნაღდი პენალტი უნდოდა, ჩავის მოგება მოეწონა