in

ნაპოლის შეეძლო არ წაეგო, მაგრამ მაინც ბარსამ მოიგო: როგორ ითამაშა კვარაცხელიამ

„ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა ცუდად არ ითამაშა „ბარსელონასთან“ განმეორებითი შეხვედრა, საბოლოოდ მაინც არ ეყო კლასი და იღბალი უფრო ტიტულიანი მეტოქის დასამარცხებლად. „ნაპოლის“ შეეძლო არ წაეგო, ჰქონდა ანგარიშის გათანაბრების რამდენიმე შანსი, მაგრამ ვერ გამოიყენა და ბოლოს ისევ აქეთ გაუშვა.

ბარსელონა – ნაპოლი 3:1
პირველი მატჩი 1:1

გოლები: 1:0 ფერმინ ლოპესი (15. რაფინიას პასით), 2:0 ჟოაო კანსელო (17. რაფინიას პასით), 2:1 რაჰმანი (30. პოლიტანოს პასით), 3:1 ლევანდოვსკი (83. სერხი რობერტოს პასით)

ბარსელონა: ტერ შტეგენი – კუნდე, არაუხო, კუბარსი, ჟოაო კანსელო – ფერმინ ლოპესი (60. სერხი რობერტო), კრისტენსენი (60. რომეუ), გიუნდოგანი – იამალი, ლევანდოვსკი, რაფინია (81. ჟოაო ფელიქსი)

ნაპოლი: მერეტი – დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუში, მარიო რუი (64. ოლივერა) – ანგისა, ლობოტკა, ტრაორე (79. რასპადორი) – პოლიტანო (64. ლინდსტრიომი), კვარაცხელია (90+2. ნგონგე), ოსიმენი

ხვიჩა კვარაცხელია ძირითადში იყო და თითქმის სრულად ითამაშა, ის 90+2 წუთზე გაიყვანეს, როდესაც ყველაზე სახიფათო მომენტი შექმნა. გასვლამდე წამით ადრე ხვიჩა მეურვისგან განთავისუფლდა და საჯარიმოს ხაზიდან სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ ბურთი სულ ოდნავ აცდა კარს. რომ გასულიყო, დიდად არაფერი შეიცვლებოდა, რადგან გამარჯვებულის ბედი უკვე გარკვეული იყო, მაგრამ მაინც კარგი იქნებოდა გოლი „ბარსელონასთან“.

სხვა მხრივ კი, კვარას ისევ ძალიან მჭიდროდ ეთამაშებოიდნენ და უჭირდა ჩვენიანს სივრცეების გამონახვა და გამოთავისუფლება. ცხადია ამან განაპირობა, რომ მას ბევრი მომენტი არ ჰქონია. თუმცა ერთი-ორჯერ კი მოახერხა დარტყმა.
ქართველმა ფეხბურთელმა რამდენჯერმე სცადა შეტევების განვითარება, თუმცა გუნდელებმა მხარი ვერ აუბეს და თამაშის გამწვავება ვეღარ მოახერხეს.

მეორე ტაიმი დაიწყო თუ არა, 47-ე წუთზე ხვიჩას შეეძლო გატანა, მაგრამ მისი დარტყმის შემდეგ ბურთი კარს ოდნავ ასცდა. ერთ ეპიზოდში კვარაცხელიას პასით ოლივერამ შანსით ვერ ისარგებლა.

კვარაცხელიას თამაში ანალიტიკურმა საიტებმა ასე შეაფასეს: Flashscore – 6.8 ქულა, Sofascore – 7.6 ქულა, Whoscored – 7.1 ქულა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა ტურის სიმბოლურშია

რაია ეს: 14 წლის შემდეგ – არსენალი მეკარემ გაიყვანა, ბარსაც გავიდა