“მილანთან” მოგებული მატჩის (2:1) შემდეგ “ნაპოლის” გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ბრაზილიელმა თანაგუნდელმა მცველმა ჟუან ჟეზუსმა შეაქო. ის Dazn-ის ეთერში პირადი ინიციატივით ჩაერთო და შემდეგი თქვა:
“კვარაცხელია მოვლენაა, რომელიც მოედანზე დროს მხიარულად ატარებს. მე მას ყოველთვის ვეუბნები, რომ მეტოქეს შეუტიოს და იხალისოს, რათა ბურთით დრიბლინგი წამოიწყოს და ყველაფრის კარგად გაკეთება გააგრძელოს”.