in

პსჟ-მ ეიფელის კოშკი იქირავა – მესის პრეზენტაციისთვის

ლეო მესის პსჟ-ში ტრანსფერი სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება ინსაიდერებს შორის. პარიზის სიმბოლო, ეიფელის კოშკი პსჟ-მ დაიქირავა 10 აგვისტოს ღამით, იუწყება ჟურნალისტი ვერონიკა ბრუნატი.

ბოლოს, როდესაც პარიზულმა კლუბმა ეიფელის კოშკი იქირავა, ოფიციალურად წარადგინეს ნეიმარი და კოშკიც კლუბის ფერებში გაანათეს. გარდა ამისა, ფაბრიციო რომანომ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები მშვიდად და ფორს-მაჟორული ვითარების გარეშე მიმდინარეობს.

მესი კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 30 ივნისს დასრულდა, ხოლო 5 აგვისტოს კატალონიურმა კლუბმა გამოაცხადა, რომ ვეღარ შეძლებდა მთავარ ვარსკვლავთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას.

მესის ბოლოდროინდელ ამბებს აქ გადახედეთ:

მესის ოჯახი ბავშვებისთვის სკოლას ეძებს – პარიზში

მესი და პსჟ მალე გაოფიციალურდება: 2-წლიანი კონტრაქტი, 19-ნომრიანი მაისური და 40 მილიონი წელიწადში

მესიმ ფეხბურთელებს უთხრა, რომ პსჟ-ში გადადის: ლეომ პოჩეტინოს თავად დაურეკა

სად წავა მესი: იქნებ ბარსას კარი ჯერ არ მიხურულა

ვიდეო: მესის ფანი ნოუ კამპთან ტირის და რკინას თავს ურტყამს

მადლობა ლეო: ეპიკური 7-წუთიანი გამოსამშვიდობებელი ვიდეო ბარსასგან

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბრაზილია ოლიმპიური ჩემპიონია

მელიები ქალაქელებს შეუძვრნენ: ლესტერმა სიტის ინგლისის სუპერთასი მოიგო