in

პსჟ მბაპეს შემცვლელად ხვიჩას განიხილავს

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირება პსჟ-ს სურს. ფრანგული ფეხბურთის გრანდი ქართველ თავდამსხმელში კილიან მბაპეს შემცვლელს ხედავს, – ინფორმაციას Sportitalia ავრცელებს.

სიტი კვარაცხელიას თვალს ადევნებს

„კილიან მბაპე მზადაა, პარიზს დაემშვიდობოს. „პარი სენ-ჟერმენი“ კი სატრანსფერო ბაზარზე დასაბრუნებლად ემზადება. ისინი განიხილავენ „ნაპოლის“ ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას კანდიდატურას, რომელმაც სერია A პირველივე სეზონში დაიპყრო. მას „ნაპოლისთან“ ხანგრძლივი კონტრაქტი აკავშირებს, მაგრამ არაა დარწმუნებული, რომ იქ დიდხანს დარჩება.

კვარაცხელიას იტალიურ კლუბთან გაუმჯობესებული პირობებით ახალი კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია. ამიტომ პსჟ-ს შეუძლია, ამით ისარგებლოს. თუმცა ამ ზაფხულს „ნაპოლი“ ოსიმენის გასხვისებასაც განიხილავს, ასეთ შემთხვევაში ძნელი სათქმელია, შეელევა თუ არა კლუბი ხვიჩა კვარაცხელიას“, – ამტკიცებს Sportitalia.

პარალელურად, იტალიური გამოცემა Il Mattino ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ქართველი ფეხბურთელის აგენტები საუდის არაბეთში იტალიის სუპერთასის მატჩებზე გაემგზავრნენ, რათა აურელიო დე ლაურენტისთან კონტრაქტის განახლებაზე ისაუბრონ.

„როგორც ჩანს, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტები საუდის არაბეთში „ნაპოლის“ პრეზიდენტთან, აურელიო დე ლაურენტისთან კონტრაქტის პირობების გაუმჯობესებაზე ისაუბრებენ. ქართველ თავდამსხმელს სეზონში, დაახლოებით, 1.3 მილიონ ევროს უხდიან, ეს გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ხელფასია. უდავოა, რომ ქართველი ხელშეკრულების პირობების კორექტირებას იმსახურებს. ფეხბურთელის ხელფასი, შეიძლება, სეზონში 3.5-დან 4 მილიონ ევრომდე გაიზარდოს. იტალიური კლუბი კი ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით, 2028 წლამდე გახანგრძლივებას შეეცდება“, – ვკითხულობთ Il Mattino-ში.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვინ მისცა ხმა ხვიჩას და როგორ მოუგროვდა მე-10 ადგილი: რუსეთი საქართველოსკენაა

VAR-ის გამოყენება შესაძლოა შეაჩერონ: მადრიდელი კაცი ამბობს ჩემი პროექტიაო და იჩივლა – აღიარება და 300 მლნ უნდა