in

პრესამ სორიანოს სიტყვები დაამახინჯა: რეალს პსჟ-თან, ჩელსისთან, სიტისთან და ლივერპულთან ძალიან გაუმართლა- მაგრამ სიტის დირექტორს ამით არ დაუსრულებია…

ფერან სორიანო ვინც არ იცის, ბევრი დაგიკარგავთ და მის ბიოგრაფიას, რომ გადახედოთ, ნამდვილად, არ ინანებთ. კაცი, რომელიც „ბარსაში“ წლების მანძილზე მოღვაწეობდა, მაგრამ მისი იდეები არ ისმინეს. ჰოდა, წამოვიდა „სიტიში“ და ჩამოაყალიბა “CFG”- city football group. კორპორაცია, რომელიც მსოფლიოს 10 კლუბს აერთიანებს და ყველა ერთ ნავშია. მუმბაიდან, მელბურნამდე და ნიუ-იორკამდე. მათ შორის, ცხადია „მან სიტი“.

ჰოდა, აწ დასრულებული ლიგის ფინალის შემდეგ ფერან სორიანომ ასეთი რამ თქვა: „ვიტყოდი, რომ რეალს გაუმართლა, როგორც პსჟ-თან, ასევე ჩელსისთან, ჩვენთან და ლივერპულთანო, მაგრამ…“- ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა, მაგრამის წინ რაც დგას იმას ყურადღება არ მიაქციო, თუმცა რეიტინგზე დაგეშილ და გადაყვითლებულ პრესას ეს არ ადარდებს.

მოდი, ბოლომდე ვნახოთ რა თქვა სორიანომ: „…მაგრამ, ხალხს არ ახსოვს, რომ 80-იანებსა და 90-იანებში, მადრიდის რეალს დიდებული გუნდები ჰყავდა, მაგალითისათვის ემილიო ბუტრაგენიოსთან ერთად, მაგრამ მათ ჩემპიონთა ლიგის მოგება მცირე უიღბლობის გამო არ გამოუვიდათ“- ამ ყველაფრიდან დასვკნის გამოტანა რთული არ არის.

ამ სურათზე ბუტრაგენიოს გარდა, ხორხე ვალდანო და უგო სანჩესიც არიან.


სორიანოს წადილი სამეფო კლუბის გაქირდვა, ნამდვილად, არ ყოფილა, პირიქით, კაცი ამბობს ისტორიაში გამორჩეული გუნდები ჰყავდა „რეალსო“… კარგ მთქმელს, კარგი გამგონი სჭირდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

007 – რუსებმა ლარსონს დასცინეს: სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს…

ბარსელონას სამწვრთნელო შტაბი სამ ძირითად პრობლემას გამოჰყოფს