in

პრემიერ ლიგამ თვის საუკეთესოს ნომინანტები დაასახელა

პრემიერ ლიგის აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის 8 მოთამაშე იბრძოლებს.

  1. ერლინგ ბრაუტ ჰოლანდი – 6 მატჩი 10 გოლი და ამით ყველაფერი ნათქვამია.
  2. მარტინ ოდეგორი – “არსენალის” 10-იანმა ახალი სეზონი შთამბეჭდავად დაიწყო, 6 მატჩში 3 გოლი და აურაცხელი რაოდენობით შექმნილი შანსები. ოდეგორი არსენალის ლიდერია!
  3. პასკალ გროსი – “ბრაიტონის” 31 წლის ნახევამრცველი, რომელიც სეზონის სტარტზე ჩინებულია. 3 გოლი და 2 საგოლე პასი, თან “ბრაიტონი” ცხრილში მე-4 საფეხურზეა.
  4. ვილფრიდ ზაჰა – “კრისტალ პალასის” ლიდერმა ახალი სეზონი ჩვეულ სტილში დაიწყო, 5 მატჩი და 4 გატანილი გოლი, ასეთი შედეგიანი ზაჰა იშვიათადად გასახსენებელია.
  5. გაბი ჟეზუსი – “არსენალის” ახალწვეული, რომელიც მეთოფეთა წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. 3 გოლი და ამდენივე საგოლე პასი. გაბი, უბრალოდ დაფრინავს.
  6. ნიკ პოუპი – “ნიუკასლის” ახალწვეული, რომელმაც არაერთი რთული ბურთის მოგერიება მოახერხა და ძალიან მაგრად ჩაეწერა ჯორდების რიგებში. 3 ქლინ შითი და მხოლოდ 6 გაშვებული გოლი.
  7. ალეკსანდრ მიტროვიჩი – “ფულემის” უპირობო ლიდერი, რომელმაც გასულ სეზონში ჩემპიონშიფში 43 გოლი გაიტანა! მიტრო პრემიერ ლიგაშიც დაფრინავს, 6 მატჩი და ამდენივე გოლი, არადა წლებია საუბრობენ, რომ მიტროვიჩის მთავარი სისუსტე პრემიერ ლიგაში თამაშია, ნუ პრინციპში, სამართლიანადაც.
  8. როდრიგო მორენო – “ლიდსის” ფორვარდი, რომელიც სეზონის სტარტზე საუცხოოა. 5 მატჩში 4 გოლი და 1 საგოლე პასი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნიუ ბალანსმა ახალი, პრემიუმ მოდელები გამოუშვა

პრემიერ ლიგა გადაიდო!