სეზონის ბოლოს, როგორც ხდება ხოლმე, ყველა ათასგვარ რეიტინგებს ადგენს და საკუთარ ვერსიებს აქვეყნებს. გამონაკლისი ვერ იქნება WhoScored, რომელიც ისედაც მთელი სეზონი აფასებს მიმდინარე მოვლენებს. ამჯერად ცნობილმა პორტალმა პრემიერლიგის წლის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.
პრემიერლიგის წლის სიმბოლური და ყველაზე ცუდების გუნდი
გუნდში მოხვდნენ ის ფეხბურთელები, რომლებსაც ყველაზე მაღალი საშუალო რეიტინგი ჰქონდათ თავიანთ პოზიციებზე.
მეკარე: დავიდ რაია („ბრენტფორდი“, 7 ქულა).
მცველები: კირან ტრიპიერი („ნიუკასლი“, 7,4), იტან პინოკი („ბრენტფორდი“, 7,1), ფაბიან შერი („ნიუკასლი“, 7,0), ლუკ შოუ („მანჩესტერი“, 6,9).
ნახევარმცველები: ბუკაიო საკა („არსენალი“, 7,4), კევინ დე ბრუინი („სიტი“, 7,6), ბრუნო ფერნანდეში („მანჩესტერი“, 7,4), ჯეკ გრილიში („სიტი“, 7,3).
თავდამსხმელები: ერლინგ ჰოლანდი („სიტი“, 7,5), ჰარი კეინი („ტოტენჰემი“, 7,5).
GIPHY App Key not set. Please check settings