in ,

პრემიერლიგა 12 აგვისტოს დაიწყება: კალენდარი კალაპოტში დაბრუნდა

ინგლისის პრემიერლიგა ჯერ არ დასრულებულა და უკვე დაადგინეს მომდევნო გათამაშების თარიღები -პრემიერლიგის 2023/24 წლების სეზონი 12 აგვისტოს დაიწყება.

ეს ერთი კვირით უფრო გვიანი სტარტია, რადგან კალენდარი ჩვეულ კალაპოტს უბრუნდება. წინა ჯერზე სიტუაცია ინგლისშიც და სხვაგანაც ყატარის მსოფლიო ჩემპიონატმა არია.

პრემიერლიგა 2024 წლის 19 მაისს დასრულდება.

ერთკვირიანი შესვენება დადგინდა ზამთარში – 13-დან 20 იანვრამდე.
გარდა ამისა, ზამთრის დღესასწაულების პერიოდში, მომდევნო ტურის დასაწყისსა და წინა ტურის დასასრულს შორის, მინიმუმ, 48 საათი იქნება დროის სხვაობა.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა 14 ივნისს გაიხსნება და 1 სექტემბერს დაიხურება. ზამთრის სატრანსფერო ბაზარი კი 2024 წლის 1 იანვრიდან 1 თებერვლამდე იმოქმედებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პრემიერლიგის სიმბოლური პირველი ოთხეულია

გახდება მიქაუტაძე წლის საუკეთესო ფეხბურთელი: დღეს გავიგებთ