ინგლისის პრემიერლიგამ ისტორიაში პირველად პრეზიდენტად ქალი დანიშნა. ეს როლი ელისონ ბრიტენს ანდეს.
57 წლის ბრიტენი შეცვლის პიტერ მაკორმაკს, რომელიც გასული წლიდან დროებით ხელმძღვანელობდა პრემიერლიგას.
ბრიტანეთში ბრიტენი ცნობილია საბანკო დარგში მუშაობით. მას ხელმძღვანელი თანამდებობები ეკავა Lloyds Banking Group-სა და Santander UK-ში. ბიზნესქალს ურთიერთობა ასევე ჰქონდა Whitbread-თან, რომელიც სასტუმროებსა და რესტორნებს მართავს, ასევე კომპანია Dunelm-თან, რომელიც სახლისთვის ავეჯს აწარმოებს.
ბრიტენის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირა მხარი პრემიერლიგის 20-მა კლუბმა.
GIPHY App Key not set. Please check settings