in ,

პრეზიდენტობის პირველი ვადა: რა ხდებოდა ბარსაში ლაპორტას დროს

ჟოან ლაპორტა ისევ აირჩიეს „ბარსელონას“ პრეზიდენტად. ეს თანამდებობა მას უკვე ეკავა 2003-2010 წლებში. მისი ეპოქა ტიტულებით და დიდი სახელებით გამოირჩა. მწვრთნელები იყვნენ ფრანკ რაიკარდი და პეპ გვარდიოლა, მოედანზე კი გადიოდნენ რონალდინიო, ტიერი ანრი, ზლატანი და სხვები.

ლაპორტას პირველი პრეზიდენტობისას კატალონიელებმა 12 ტროფეი მოიპოვეს, მათ შორის ლა ლიგა ოთხჯერ და ჩემპიონთა ლიგა ორჯერ.

ბარსაში ძველი ახალი ეპოქა იწყება: ლაპორტა პრეზიდენტია

41 წლის რაიკარდი სწორედ ლაპორტამ დანიშნა და ნიდერლანდელმაც ორი ჩემპიონობა და 2006 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

გვარდიოლას მოსვლაც ძველ-ახალი პრეზიდენტის დამსახურებაა. პეპი მწვრთნელი 2008 წელს გახდა და 4 წელიწადი იმუშავა (აქედან 2 ბარტომეუს ხანაში). გვარდიოლას დროს კომბინაციური ფეხბურთი გაუგონარ დონეზე ავიდა, როგორც მწვრთნელმა კი 14 ტიტული მოიგო (სამი ჩემპიონობა და ორი ჩემპიონთა ლიგა, მეორე ბარტომეუს დროს).

ლაპორტას დროს მიყვანილი ფეხბურთელების სიაც შთამბეჭდავია: რონალდინიო (2003-2008), სამუელ ეტოო (2004-2009), დავიდ ვილია (2010-2013), ჟერარ პიკე (2008-დან), ტიერი ანრი (2007-2010), დანი ალვეში (2008-2016), დეკო (2004-2008) და ზლატან იბრაჰიმოვიჩი (2009-2011).

ყველა ლეგენდა ვერ გახდა, მაგრამ შესაძლოა სწორედ ნოსტალგიამ უკარნახა ამომრჩეველს ლაპორტასთვის მიეცათ ხმა. არადა, მშვენიერი იდეები ჰქონდათ ვიქტორ ფონტას და ტონი ფრეიშსაც. მათ შორის მესის საკითხზეც. აი ლაპორტა კი თავაზიანად ლაპარაკობდა გვარდიოლას დაბრუნებაზე. ვითომ ამით მოისყიდა?

ლაპორტა პრეზიდენტად არჩევაზე: „კლუბი ისევ უნდა გახდეს ბედნიერი და ეკონომიურად მდგრადი“.

ლაპორტა მესიზე: „ბარსა – ოჯახია. იმედი მაქვს, ეს იმოქმედებს იმაზე, რომ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი კლუბში დარჩეს“.

ლაპორტა:
„თუ გუნდს ზაფხულში გაძლიერება დასჭირდება, გვექნება ახალი ფეხბურთელების მოყვანის სახსრები. 2003 წელს ჩვენ უკვე შევეჩეხეთ მსგავს პრობლემებს: შემოსავლების შემცირება, დიდი ხარჯი და უზარმაზარი ვალები. ახლა კი გვაქვს სიტუაციის გამოსწორების ინსტრუმენტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე“.

ლაპორტა ხშირად იმეორებს სლოგანს „ჩვენ გვიყვარს ბარსა“ და ყველას წარსული წარმატების გამეორებისთვის იწვევს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

64 გოლი 37 მატჩში: ჰაალანდის ბიძაშვილმა ნორვეგიაში შოუ მოაწყო და ერლინგის მარშრუტით მიდის

ჩაკვეტაძემ ისევ ტრავმა მიიღო, ბუდუმ ისევ გაიტანა