in

პრეზიდენტმა მსაჯი სცემა: მუშტით თვალი დაუზიანა და მერე წაქცეულს წიხლები ურტყა

„ანკარაგიუჯუს“ პრეზიდენტმა მსაჯი სცემა თურქეთის ჩემპიონატის მატჩის შემდეგ.

მე-15 ტურის შეხვედრა „ანკარაგიუჯუსა“ და „რიზესპორის“ მატჩი 1:1 დასრულდა – 97-ე წუთზე გაიტანა სტუმართა ფორვარდმა გაიჩმა.

მთავარმა მსაჯმა ჰალილ მელერმა პირველ ტაიმში მასპინძლების გოლი გააუქმა, ხოლო 50-ე წუთზე თავდამსხმელი ალი სოუ გაუგდო.

მატჩის დასრულების შემდეგ, „ანკარაგიუჯუს“ პრეზიდენტი ფარუქ ქოჯა მინდორზე შეიჭრა და სახეში მუშტი ჩაარტყა მთავარ არბიტრს.

პრეზიდენტის დარტყმის შემდეგ, მსაჯი მინდორზე დაეცა, რის შემდეგაც მას რამდენჯერმე ფეხიც ჩაარტყეს. ამის მიუხედავად, მან მოახერხა წამოდგომა და მოედნის დატოვება. თვალის ქვეშ მსაჯს სერიოზული სისხლჩაქცევა ჰქონდა. მას სამსაჯო ოთახში სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა ითამაშებს, გოჩო და აზაროვი პორტოში ჩავიდნენ

კიდევ ერთხელ: მესის ინტერი რონალდოს ალ ნასრის შეხვდება – თამაში 1 თებერვალსაა