ავტრიული “ვოლფსბერგერის” პრეზიდენტმა დიეტმარ რიგლერმა krone.at-თან საუბარში დაადასტურა, რომ კლუბის ქართველი მცველი ლუკა ლოჩოშვილი “ვერონაში” გადადის.
მისი თქმით, იტალიურმა კლუბმა მშვენიერი ფინანსური წინადადება შესთავაზა და უარის თქმა არ შეეძლოთ. კლუბის მიზანი მისი აღზრდა და სარფიანი გასხვისება იყო, რაც შესრულებულია, თუმცა ავსტრიული გუნდის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ლოჩოშვილი გუნდს კონფერენს ლიგაზე დაეხმარება და ამის შემდეგ წავა იტალიაში…
გავრცელებული ინფორმაციით, იტალიელები ქართველი მცველის სანაცვლოდ 1,6 მილიონ ევროს იხდიან.
GIPHY App Key not set. Please check settings