პორტუგალიაში გიორგი აბუაშვილის დებიუტი შედგა. პორტუგალიის 19-წლამდე ჩემპიონატის მატჩში “პორტუმ” შინ “რიუ ავე” მიიღო და მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.
ქართველი გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო სიახლეა, რომ გიორგიმ ტრავმის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა, ახალგაზრდა ფეხბურთელმა “პორტოში” სადებიუტო შეხვედრაში მოედანზე 65 წუთი დაჰყო.
გიორგი “პორტუს” B გუნდის წევრად მოიაზრებოდა, თუმცა როგორც ჩანს ტრავმის შემდეგ ფეხბურთელი სათამაშო პრაქტიკას 19-წლამდე გუნდში მიიღებს.
ასევე სასიამოვნო ინფორმაციაა, რომ გიორგი ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე “პორტუს” განაცხადშია და შესაძლოა ქართველმა ფეხბურთელმა “მილანის” წინააღმდეგ ითამაშოს.
შეგახსენებთ, რომ 18 წლის აბუაშვილი პორტუგალიურ გრანდს სეზონის დასაწყისში თბილისის “დინამოდან” შეუერთდა.
GIPHY App Key not set. Please check settings