მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა გერმანიის ნაკრების ჩაბარების წინადადება მიიღო.
გერმანიის საფეხბურთო კავშირმა (DFB) 56 წლის სპეციალისტს ნაკრების ევრო-2024 ჩათვლით ხელმძღვანელობა შეთავაზა.
თუ გახსოვთ, ეს ევროპის ჩემპიონატი სწორედ გერმანიაში ჩატარდება.
ფლიკს მოსწონს გერმანიის ნაკრებში მუშაობა ჯერ ყატარის მუნდიალზე და მერე საშინაო ევროზე.
როგორც ცნობილია, წლევანდელი ევროს შემდეგ გერმანიის ნაკრებს ტოვებს იოახიმ ლიოვი, ხოლო სეზონის დასრულების შემდეგ „ბაიერნიდან“ მიდის ფლიკი.
მწვრთნელის პრობლემა უდგას „იუვენტუსს“. ისედაც მოსალოდნელი იყო, რომ ანდრეა პირლო ტურინულ გრანდში დიდხანს ვეღარ გაჩერდებოდა, მაგრამ ახლა უკვე გაცხადდა, რომ მას „იუვეში“ აღარ დაედგომება.
კლუბის ხელმძღვანელობა დღეს დილით შეიკრიბა და ასე გადაწყვიტა: 41 წლის პირლოს ახლავე არ გააგდებენ, მაგრამ სეზონის დასრულების შემდეგ უნდა წავიდეს. სეზონის ბოლომდე კი სამი ტურია დარჩენილი და „იუვენტუსი“ რისკავს, რომ პირველად ბოლო 10 წელიწადში ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩეს.
GIPHY App Key not set. Please check settings