in

პირველობას ვერ გასწვდნენ: ქართველების გუნდები მეორეზე არიან – ლეგიონერები

გიორგი ქვილითაიამ კვიპროსის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა, მაგრამ „აპოელი“ სტუმრად „აპოლონთან“ მაინც დამარცხდა 2:3. ქართველების გუნდი ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა.
„აპოელის“ ძირითად შემადგენლობაში, ქვილითაიასთან ერთად, ლაშა დვალიც იყო, მურთაზ დაუშვილი კი თადარიგში დარჩა.
„აპოელი“ 21-ე წუთზე ქართველმა თავდამსხმელმა თავური დარტყმით წინ გაიყვანა, 90+3-ე წუთზე ქვილითაიამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ქვილითაიამ მიმდინარე სეზონში 10 გოლი გაიტანა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.

კვიპროსშივე „ანორთოსისი“ გასვლაზე 1:3 დამარცხდა „ხლორაკასთან“. ავთო ებრალიძე ძირითადში იყო და მე-12 წუთზე ანგარიში გახსნა – მცველი შეცდომით ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ გასულმა შანსი გამოიყენა.
ეს მისი პირველი გოლია „ანორთოსისის“ მაისურით. შესვენებაზე ებრალიძე შეცვალეს. გიორგი ლორია განაცხადში არ ყოფილა.

ავსტრიის ჩემპიონატში მთავარი მატჩი გაიმართა. ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“ ლიდერ „ზალცბურგს“ ესტუმრა, 1:2 წააგო და ჩემპიონობის შანსი დაკარგა.
კიტეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და აქტიურიც იყო. ოთარმა ყვითელი ბარათიც მიიღო.

„სლოვანმა“ ბოლო ტურში პირველად ითამაშა საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ჩემპიონის რანგში და „პოდბრეზოვა“ 0:1 წააგო.
განაცხადში არ ყოფილა კანკავა, ხოლო ჩაკვეტაძე (6,1) და კაშია (6,2) მეორე ტაიმში, შესაბამისად, 67-ე და 78-ე წუთებზე შევიდნენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდაშვილი მეფეა: ქართველმა ვალენსიას რეალთან დრამა მოაგებინა

რა მიიღო ხვიჩამ ინტერთან