in

მამარდაშვილი მეფეა: ქართველმა ვალენსიას რეალთან დრამა მოაგებინა

გიორგი მამარდაშვილმა დიდებული მატჩი ჩაატარა. მისი „ვალენსია“ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნილ მადრიდის „რეალს“ მასპინძლობდა და ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო – 1:0. ამაში კი უდიდესია ქართველი მეკარის წვლილი. გიორგიმ მატჩის ბოლო მონაკვეთში სამი სეივი შემოგვთავაზა. ჯერ იყო და ვალვერდეს დაახლოებით პენალტის ნიშნულიდან ურთულესი ბურთი აუღო. მერე კროოსის ჯარიმა ნახტომში მოიგერია და ბოლოს მასთან მარტოდ დარჩენილ ბენზემას არ გაატანინა. შესაბამისად, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ მამარდა დაასახელეს და დამსახურებულადაც.

პირველ ტაიმში ჩვენს მეკარეს ბევრი საქმე არ ჰქონია. „ვალენსიამ“ კი გოლი 33-ე წუთზე გაიატანა, როდესაც დიეგო ლოპესმა დაამატა.

მეორე ტაიმი და განსაკუთრებით მისი მეორე ნაწილი ფეხბურთი ნაკლებად იყო. ერთ ეპიზოდში, როდესაც ვინისიუსი მარცხიდან საჯარიმოში შერბოდა მოედანზე მეორე ბურთი აღმოჩნდა, რომელიც სწორედ „მთავარ ბურთს“ დაეჯახა. სანამ მსაჯი რაღაცეებს არკვევდა, ყურადღების ცენტრში ვინისიუსი აღმოჩნდა. ის დაჟინებით მიუთითებდა ვიღაც კონკრეტულ ადამიანზე მამარდაშვილის კარის უკან, რომელმაც მისი თქმით შეურაცხყოფა მიაყენა (სავარაუდოდ რასისტული). ბრაზილიელის დაშოშმინების ეპიზოდი გვარიანად გაიწელა და მსაჯმა თამაშს 10 წუთი დაამატა.

აი როდესაც მამარდამ კროოსის ჯარიმა მოიგერია, მაშინ მოედნის კიდესთან წაკინკლავება მოხდა, თანაგუნდელს ქართველიც გამოექომაგა და გაჩაღდა კაი გვარიანი გაწევ-გამოწევა. გიორგი ყვითელი ბარათით დასაჯეს, ისევე როგორც ვინისიუსი. თუმცა მსაჯს გამეორება ანახეს და მანაც მეტოქისთვის ხელის ჩარტყმისთვის „რეალის“ ფორვარდი გააგდო. ამან ვინისიუსი მთლად გადარია და მოედნიდან თანაგუნდელებმაც ძალით გაიყვანეს. თუმცა გასვლისას უხამსი ჟესტი აჩვენა და მერე მართლა მოსარიდებელი გახდა. მოკლედ, ძლივს დაამშვიდეს ფეხბურთელებმა ერთმანეთი. ხალხის დამშვიდება კი ვერ ხერხდებოდა, რადგან „რეალი“ უტევდა, ხოლო მსაჯი საფინალო სასტვენს არ აძლევდა… 117-ე წუთზე მაინც მოუწია…

„ვალენსიამ“ ამ მოგებით 40 ქულა დააგროვა და მე-13 ადგილზე აიწია, თუმცა 3 ტურით ადრე გასავარდ ზონას 5 ქულით უსწრებს და ჯერ ბოლომდე მშვიდად ვერ იქნება. მომდევნო ტურში 25 მაისს „ვალენსია“ სტუმრად „მალიორკას“ ეთამაშება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაპოლი ყველას უგებს და რეკორდს ამყარებს: ხვიჩა ძირითადში დაბრუნდა და კარგი იყო

პირველობას ვერ გასწვდნენ: ქართველების გუნდები მეორეზე არიან – ლეგიონერები