„სიტის“ გულშემატკივრებმა ერლინგ ჰოლანდი სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
გუნდში თავის პირველ სეზონში ჰოლანდმა 52 გოლი გაიტანა ყველა ტურნირზე, რაც საუკეთესო შედეგია ტოპ 5 ლიგაში. ის პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
გამოკითხვაში მეორე ადგილი დაიკავა კევინ დე ბრუინმა, რომელმაც მანამდე ზედიზედ 4-ჯერ მოიგო გამოკითხვა. მესამეზე აღმოჩნდა ნათან აკე.
„სიტის“ საუკეთესოები Goal.com-მაც გამოავლინა და გუნდის საუკეთესო ფეხბურთელების რეიტინგი შეადგინა. ტრებლის ავტორებს ქულები დაუწერეს 10-ბალიანი სისტემით. რეიტინგში 22 ფეხბურთელი შევიდა, პირველ ადგილზე კი აქაც ჰოლანდი გავიდა.
სია ასეთი გამოვიდა:
- ერლინგ ჰოლანდი – 10;
- ჯეკ გრილიში – 9;
- როდრი – 9;
- ილქაი გიუნდოგანი – 9;
- ჯონ სტოუნზი – 9;
- კევინ დე ბრუინი – 8;
- ნათან აკე – 8;
- ბერნარდო სილვა – 8;
- რუბენ დიაში – 8;
- მანუელ აკანჯი – 7;
- ხულიან ალვარესი – 7;
- ფილიპ ფოდენი – 7;
- კაილ უოკერი – 7;
- ედერსონი – 7;
- რიკო ლუისი – 6;
- შტეფან ორტეგა – 6;
- რიად მარეზი – 6;
- კოულ პალმერი – 5;
- ჟოაო კანსელო – 4;
- ემერიკ ლაპორტი – 4;
- სერხიო გომესიомес – 3;
- კელვინ ფილიპსი – 3.
GIPHY App Key not set. Please check settings